კულტურა

ილია ჭავჭავაძის თბილისის სახლი მძიმე მდგომარეობაშია

ილია ჭავჭავაძე ის საზოგადო მოღვაწეა, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უფრო დაფასებულია ქართველთა ხალხისგან. ეს ყოველთვის ნათლად ჩანს და გამოჩნდა მაშინაც, როცა ილიას 180 წლის ღონისძიება აღინიშნა.

სალომე ჭანტურიამ, სწორედ იმ პერიოდში, როცა ღონისძიების სამზადისი გახლათ, ინფორმაცია გაავრცელა ილიას თბილისის სახლის მძიმე მდგომარეობაზე:

“ბევრს საუბრობთ ილია ჭავჭავაძეზე, ბევრი ბანერი შემხვდა ქუჩაში, ბევრს უყვარს ვიცი, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი საცხოვრებელი სახლის მძიმე მდგომარეობის შესახებ.
ილია ჭავჭავაძის სახლის პროექტი. 1904 წელი. გიორგი ჩუბინაშვილის (ყოფილი ანდრეევსკის) ქუჩა. განხორციელდა შეცვლილი სახით.
ილია ჭავჭავაძემ არქიტექტორ სვიმონ კლდიაშვილს (ეროვნებით ქართველი, პირველი აკადემიური განათლების მქონე არქიტექტორი, სათავადაზნაურო გიმნაზიის (ახლანდელი თსუ-ს 1 კორპუსი) მშენებელ-არქიტექტორი) სახლის აგების თხოვნით წერილიც კი მიწერა, აიგო შეცვლილი სახით.
ქვემოთ ლინკია, რომელიც რამდენიმე წლის წინ მის მდგომარეობაზე გამოქვეყნდა. ჯერ არაფერი შეცვლილა.
ამდენი ბანერისათვის გამოყოფილი თანხით გადახურვის პრობლემის გადაჭრა შეიძლებოდა.”

გარდა სტატუსისა, სალომე ფოტოებსაც ავრცელებს:

კომენტარები

კომენტარი