შემოქმედებითი ინდუსტრიები

იაპონიაში გასაოცარი ჟღერადობის მქონე ბაღი შექმნეს

ცნობილი მუსიკალური გაერთიანება Nippon-ი იგონებს და ქმნის საოცარ ბუნების ვიბრაციებს, რომელიც მსმენელში დიდ აღფრთოვანებას იწვევს. ბოლო პერიოდში იაპონიამ შექმნა გასაოცარი „ბაღის ხმა“, რომელშიც აუცილებლად დაკარგავ ყველა სხვა შეგრძნებას და კონცენტრირდები მხოლოდ ბაღის მელოდიაზე. ქარის ზუზუნი, წვიმის წვეთების ფოთლებზე რაკუნი  და ჩიტების ჭიკჭიკი ერთად საოცარ ველურ ორკესტრს ქმნის.

2012 წელს Morihiro Harano  და მისი გუნდი მუშაობდა კარპენტერ Mitsuo Tsuda – სთან ერთად, რომ შეექმნათ გიგანტური ქსილოფონი, რომელიც იჟღერდა მთელს ტყეში. მათ შექმნეს ერთი სწორი და გრძელი ქსილოფონი და ზემოდან დაადეს პატარა რეზინის ბურთი, რომელიც თავისუფლად ვარდება, მიუყვება ქსილოფონს მთელ სიგრძეზე და ერთიან ბუნების ჟღერადობას ქმნის. თუ დააკვირდებით, საკრავი ბახის ცნობილ კანტატა 147-ს უკრავს.

ხის სიმფონია სასიამოვნოდ ჟღერს ტყის ბუნებრივ მდუმარებაში. აღსანიშნავია, რომ არტისტებს ამ პროექტის ფარგლებში შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდათ. ერთი არასწორი ნოტიც  კი დაარღვევდა მთელ ილუსტრაციას.

მოულოდნელად, იმ დღეს როდესაც ვიდეო გადაიღეს, საშინელი მიწისძვრა დაატყდა თავს იაპონიას. რის შემდეგაც ქსილოფონის ჟღერადობა მთელ ერს სიმშვიდის მომტანად მოევლინა.

დღესდღეობით ხის ქსილოფონი განთავსებულია Daisetsu Mori – no-ს ბაღში. თუ ესტუმრებით ხეს, საშუალება გაქვთ იყიდოთ რეზინის ბურთი და გაუშვათ ქსილოფონზე. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ხე შეიძლება დალპეს, წვიმიან დღეებში საკრავი სტუმრებს ვერ იღებს.

„თუ ოდესმე გსმენიათ სამოთხის შესახებ, ესტუმრეთ ამ ბაღს რომ იგრძნოთ ის!“ – წერენ მნახველები ბაღის შესახებ, რომელშიც უნიკალური ქსილოფონია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი