ლიტერატურა

იაპონელი ენათმეცნიერის ლექცია ჰარუკი მურაკამის და თანამედროვე იაპონური ლიტერატურის შესახებ

წიგნის სახლში ბახტრიონზე სალონური საუბრები განახლებული ფორმატით გრძელდება. სამშაბათს, 7 ნოემბერს, 20:00-ზე გაიმართება სალონური საუბრების საღამო. შეხვედრას წარმართავს ენათმეცნიერი იასუჰირო კოჯიმა. საუბრის თემა იქნება – „ჰარუკი მურაკამი და თანამედროვე იაპონური ლიტერატურა“.
იასუჰირო კოჯიმა ტოკოის უნივერსიტეტში სწავლობდა კავკასიურ ენებს, პროფესიით ლინგვისტია, მოღვაწეობს სამეცნიერო სფეროში. კოჯიმა კარგად ფლობს ქართულ ენას. მან ქართულიდან იაპონურ ენზე თარგმნა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ და სხვა ქართული მოთხრობები.

საღამოებზე იქმნება გარემო, სადაც სტუმარს საშუალება აქვს ღვინის, ჩაისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, მყუდრო გარემოში განიტვირთოს. მოისმინოს საინტერესო მომხსენებლების ხედვა და გამოცდილება, სალონურ გარემოში მათთან ერთად განიხილოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.

შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. საღამოზე დასწრების საფასურია 30ლარი.
სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის – 25ლარი.

 

კომენტარები

კომენტარი