კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

თეონა ჯორბენაძის დაპირისპირება პირველ არხთან და “არაქართული” ენით გაცემული პასუხი კითხვებზე

პროდიუსერი და სცენარისტი თეონა ჯორბენაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ “განუკითხაობასა და არაპროფესიონალიზმში” ადანაშაულებს და ამბობს, რომ მაუწყებლის მიერ გამოცხადებული კონკურსები ახალი გადაცემების არჩევაზე, “ბლეფია” და კონკურსი ფალსიფიცირებულია. პოსტში ის ამბობს, რომ მისი გუნდის პროექტი “Modem/art”, რომელიც ორი თვის განმავლობაში დამტკიცებული ეგონა, მაუწყებელმა დაბლოკა.

მას საზოგადოებრივ მაუწყებელთან შემდეგი შეკითხვები აქვს, გთავაზობთ წერილის ზუსტ ნაწყვეტს:

“1. საერთოდ რაში გჭირდებოდათ ამ კონკურსის მოწყობა თუ საბოლოოდ მხოლოდ ერთი ახალი პროექტის დატოვებას აპირებდით? თქვენ ხომ კანონმდებლობით არ გევალებათ გადაცემების არჩევა კონკურსის გზით! რისთვის შეკრიბეთ 12 კაციანი კომისია?
2. თუ დამტიცებული არ იყო ჩვენი პროექტი, რა საჭირო იყო სამუშაო შეხვედრების გამართვა და წარმოებასთან დაკავშირებული დეტალების განხილვა?
თუ დამტკიცებული არ იყო, მაშ რატომ დაგვპირდა არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, რომ 1 სექტემბრიდან ჩვენთან და მთელ შემოქმდებით ჯგუფთან კონტრაქტებს გააფორმებდა?
3. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ „აღმასრულებელმა საბჭომ ამ ეტაპზე არ მისცა რეკომენდაცია პროექტს Modem/Art“. რას ნიშნავს „ამ ეტაპზე“? როდის არის შემდეგი ეტაპი? რა პასუხი გავცე იმ ადამიანებს, ვინც ბოლო 2 თვეა უარს ამბობდა ყველა შემოთავაზებაზე, რათა 1 სექტემრიდან სრული დატვირთვით ჩაბმულიყვნენ გადაცემის მზადების პროცესში?”

პირველმა არხმა საპასუხო განცხადება 30 აგვისტოს გამოაქვეყნა, თუმცა მკითხველისთვის ტექსტის შინაარსი გაუგებარია. ისინი განცხადების დამწერს გაუგებრად და “არაქართულ” წერაში სდებენ ბრალს.

განცხადების სანახავად გადადით ბმულზე.

კომენტარები

კომენტარი