კულტურა ლიტერატურა

თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზეუმი გაიხსნა

თბილისს პირველი მულტიმედიური სამუზეუმო სივრცე შეემატა. ნიკოლოზ ბარათაშვილის განახლებული მემორიალური სახლ-მუზეუმი დღეს საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

როგორც კახა კალაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, თბილისის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არსებული კულტურული ძეგლების შენარჩუნება და მოვლა-პატრონობაა.

თბილისის მერის თქმით, მისასალმებელია, რომ „იუნესკო“-მ ნიკოლოზ ბარათაშვილის  200 წლის იუბილე  საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებათა ნუსხაში შეიტანა.

სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები და საგამოფენო სივრცეების რეექსპოზიცია 2017 წელს განხორციელდა.

საგამოფენო სივრცეში პირველად არის გამოყენებული თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია.

კომენტარები

კომენტარი