ვიზუალური ხელოვნება

თბილისში გუსტავ კლიმტის ციფრული გამოფენა გაიმართება

დედაქალაქში გუსტავ კლიმტის ციფრული გამოფენა გაიმართება. გამოფენას თბილისის ციფრული სივრცე უმასპინძლებს და ის 6 თებერვალს, 12:00 საათზე გაიხსნება.

დამთვალიერებლების წინაშე გაცოცხლდება კლიმტის 60-მდე ნამუშევარი, ასევე ორგანიზატორები ამზადებენ მოკლემეტრაჟიან კინოფილმს, რომელიც მაყურებელს უფრო ახლოს გააცნობს კლიმტის ხელოვნებას. 

გუსტავ კლიმტი ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვარი და ვენის არტ-ნუვო (ასევე მოდერნი, სეცესიონ) მოძრაობის წევრი იყო.

მის მთავარ ნამუშევრებს შორისაა ფერწერული ტილოები, ფრესკები, სკეტჩები და სხვა ხელოვნების ნიმუშები, რომელთა უმრავლესობა გამოფენილია ვენის სეცესიონ-გალერეაში.

კლიმტის მთავარი სუბიექტი ქალის სხეული იყო და მის ნამუშევრებში ხაზგასმულია გულწრფელი ეროტიზმი. მისი გრაფიკული ნამუშევრები (რომლებიც მან დიდი რაოდენობით შექმნა), საყოველთაოდ მიიჩნევა მის უდიდეს დანატოვრად.

კომენტარები

კომენტარი