კულტურა ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისის წიგნის ფესტივალი ვირტუალურად ჩატარდება

უკვე წლებია, მაისის ბოლოს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ტრადიციულად თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ტარდება ხოლმე. ამ ღონისძიებას ყოველწლიურად ათიათასობით მკითხველი მოუთმენლად ელის.

თუმცა, წელს მსოფლიო პანდემიამ ასოციაციას ფესტივალთან დაკავშირებული გეგმები შეაცვლევინა.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, წიგნის დღესასწაული ტრადიციულ დროს ჩატარდება, ოღონდ ამჯერად ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს.

30 და 31 მაისს პირველად გაიმართება თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი.

ფესტივალის მისამართია https://www.facebook.com/tbilisibookfair/.

უშუალოდ თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალი კი, საშემოდგომოდ გადაიდო და 2020 წლის 24-27 სექტემბერს კვლავაც ტრადიციულ ადგილას, “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართება.

ეს გადაწყეტილება ასოციაციამ ფესტივალის პარტნიორებთან, სპონსორებთან და მონაწილეებთან კინსულტაციას შედეგად მიაღწია.

არტნიუსი მოგვიანებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ვირტუალურად ჩატარების პროგრამასა და ფორმატთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი