საშემსრულებლო ხელოვნება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პრემიერა გაიმართება

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 6 ივნისს 19:00 საათზე, გაეტანო დონიცეტის ოპერის- „სიყვარულის ნექტარის“ მორიგი საპრემიერო წარმოდგენა  გაიმართება.

მაყურებელი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვანის, კოლუმბიელი მხატვრისა და მოქანდაკის, ფერნანდო ბოტეროს დადგმის გამორჩეულ ვერსიას იხილავს.

წარმოდგენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

მთავარ პარტიებს ასრულებენ:

ნემორინო – მარკო ჩაპონი

ადინა – ნინო ჩაჩუა

ბელკორე – ოთარ შიშინაშვილი

დულკამარა – ზაალ ხელაია

ჯანეტა – ირინა შერაზადაშვილი

დადგმაში მონაწილეობს თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი და გუნდი. სცენოგრაფი და მხატვარია  ფერნანდო ბოტერო, რეჟისორის ასისტენტი, ვიქტორ გარსია სიერა, დირიჟორი: ზაზა აზმაიფარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი