კულტურა

თბილისის მოდის კვირეული დასრულდა

Tbilisi Fashion week 2017, განახლებული აღმაშენებლის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ, დიზაინერ ლაშა ჯოხაძის ჩვენებით დასრულდა.  ღონისძიება 19 აპრილს სოფიკო ჭიაურელისადმი მიძღვნილი ჩვენებით გაიხსნა და ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ქართველმა და უცხოელმა დიზაინერებმა შემოდგომა-ზამთარის კოლექციები წარმოადგინეს. კვირეულის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისს ბევრი უცხოელი სტუმარი ეწვია. მათ შორის არიან: პრესის წარმომადგენლები, ფოტოგრაფები და ბლოგერები.

Tbilisi Fashion week-ის მიზანია ქართული მოდის განვითარება და ახალი სახეების აღმოჩენა. წელს Fashion week-მა მთლიანობაში 22-მდე ღონისძიებას უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი