ვიზუალური ხელოვნება

თბილისის ისტორიის მუზეუმში ავთო მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართება

თბილისის ისტორიის მუზეუმი უმასპინძლებს აბსტრაქციონისტი მხატვრის, ავთანდილ მოსიაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას.

მხატვრის თვალით დანახული სივრცე საინტერესო და მძაფრი შეგრძნებებითაა სავსე. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 30-მდე ნამუშევარი ფართო საზოგადოებას წარუდგენს მის მკვეთრ ინდივიდუალურ ხედვას, ოსტატობის დონეს, რაც აბსტრაქციაში ყველაზე უკეთ აისახა. იგი ერთ-ერთი პირველი აბსტრაქცინოსტია ქართულ სახელოვნებო სივრცეში.

ავთო მოსიაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. იგი მხატვართა კავშირის წევრია 1974 წლიდან, ხოლო გამოფენებში მონაწილეობს 1969 წლიდან. არის საქართველოს დამსახურებული მხატვარი, მრავალი ჯილდოს მფლობელი. მათ შორის, მიღებული აქვს ოქროს მედალი ტოკიოში 1986 წელს, ნამუშევრისთვის ,,ცივი დღე“, ასევე არაერთხელაა დაჯილდოებული თბილისის საერთაშორისო საშობაო ფესტივალზე. ავთანდილ მოსიაშვილის ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოფენილი იყო საფრანგეთში, ნორვეგიაში, აშშ-ში, გერმანიასა და ინგლისში. მათი ნაწილი დაცულია რამდენიმე ქვეყნის კერძო კოლექციაში.

გამოფენის გახსნა: 7 თებერვალი | 18:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 7 – 19 თებერვალი, 2020
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8
გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია!

კომენტარები

კომენტარი