კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

“თავკვერი” მსოფლიოს მასშტაბით 15 საუკეთესო ღვინის სახეობას შორის დასახელდა

ერთ–ერთმა პრესტიჟულმა უცხოურმა გამომცემლობამ “Conde Nast Traveller” “თავკვერი” 15 საუკეთესო ღვინის სახეობას შორის დაასახელა. შედეგი მსოფლიო დონის ღვინის სპეციალისტებზე დაყრდნობით მიიღეს.

“იმ ქვეყნის გადმოსახედიდან, რომლის ღვინის დამზადების ტრადიცია 8000 წელიწადს ითვლის და კვლავაც 525 სახეობის ნატურალურ ყურძენს აწარმოებს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ყველაზე ძველი წითელი ღვინო, რომელსაც თქვენ ოდესმე გასინჯავთ” – ურჩევს მკითხველს მსოფლიო დონის ღვინის სპეციალისტი ფეინი.

აღსანიშნავია კიდევ ერთი სპეციალისტის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ მართალია ფრანგული ღვინო ყველაზე პოპულარულია, მაგრამ მასზე ხარისხიანი საფრანგეთის გარეთ იქმნება. ჩვენ საფუძვლიანი ეჭვის შეტანა შეგვიძლია, რომ აქ ქართული ღვინოა ნაგულისხმევი.

მოგეხსენებათ, რომ წითელი ღვინის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა; როგორც სტატიაშია ნათქვამი, გასული წლის მარტში გაყიდვები გაორმაგდა, მან 258 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

 

კომენტარები

კომენტარი