კულტურა

ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 25 ჰექტარის ფართობის ბაღის კეთილმოწყობა. ტერიტორიაზე არსებული არქიტექტურული მცირე ფორმებისა და კეთილმოწყობის ელემენტების აღდგენა-რეაბილიტაციას და ახალი ელემენტების გაჩენას, ადმინისტრაციული შენობის, ბოტანიკური ბაღის ღობის აღდგენას და ოთხი ალაყაფის ჭიშკრის მოწყობას, სანერგე მეურნეობის მოწყობას, საპირფარეშოს განთავსებას, საჯინიბოს შენობის განახლებას, კონსერვაციის სამუშაოებს, არსებული ჯვარედინა სასახლის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოებს, მებაღის სახლის რეკონსტრუქციას, საფეხმავლო ბილიკების მოწყობას გარე განათების გათვალისწინებით, არსებული ხელოვნური ტბისა და არხების აღდგენას, ტბის წყალმომარაგებისთვის მდინარე ჩხოუშის ტერასაზე სადრენაჟო ქსელის და მაგისტრალური ჭედადი თუჯის მილსადენის, სარწყავი და სადრენაჟო სისტემის, სასმელი წყლის და კანალიზაციის ქსელის მოწყობას. იგეგმება დენდოლოგიური პარკის ახალი ჯიშებით გამდიდრებაც.

შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 9 მილიონი ლარია. თანხები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ფონდმა „ქართუმ“ გამოყო, ხოლო ფიზიკური სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი