კინო

ვუდი ალენს თავისი შვილი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ხუთშაბათს დილით, ამერიკულ ტელეკომპანია СBS-სთან, ცნობილი რეჟისორი ვუდი ალენი აყვანილმა შვილმა, დილან ფეროუმ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

“მე სანდო ვარ, ერთადერთი რაც შემიძლია გავაკეთო, არის ლაპარაკი და იმედი მაქვს, რომ ვინმე დამიჯერებს” – ამ სიტყვების შემდეგ იგი სკანდალურ ამბავს ჰყვება: “რომელია ვუდი ალენის ფილმებიდან თქვენთვის ყველაზე საყვარელი – სანამ ამ კითხვებზე პასუხს გაგცემდეთ, თქვენ უნდა იცოდეთ: როცა შვიდი წლის ვიყავი, ვუდი ალენს სხვენზე ავყავდი, მეუბნებოდა, რომ მუცელზე დავწოლილიყავი და ჩემი ძმის ელექტრომატარებლით მეთამაშა. თავად კი ჩემზე სექსუალურად ძალადობდა”

შეგახსენებთ, რომ გოგონა, თავდაპირველად,  ამ თემაზე 1992 წელს ალაპარაკდა. იგი პირველად 8 წლისა იყო, როცა მამა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. პოლიციურმა სტრუქტურებმა გამოძიება დაიწყო, მაგრამ საქმე სასამართლომდე არ მისულა. ვუდი ალენმა მაშინ ცოლი, მია ფეროუ დაადანაშაულა და თქვა, რომ დედა აიძულებდა პატარა დილანს მამისთვის სექსუალური ძალადობა დაებრალებინა.

 

.

კომენტარები

კომენტარი