ვიზუალური ხელოვნება

სახელოვნებო მოგზაურობა ჟამიანობის დროს

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით უამრავი მუზეუმი და გალერეა დაიხურა, თუმცა არსებობს ციფრული ინიციატივები.

გუგლის ხელოვნების და კულტურის პლატფორმას აქვს 1200-ზე მეტი საერთაშორისო დაწესებულების ციფრული დოკუმენტაცია. თქვენ შეგიძლიათ დაიკარგოთ საათების განმავლობაში ამ საიტზე, რომელიც გთავაზობთ სახლიდან გაუსვლელად ხელოვნებით ტკბობის შესანიშნავ საშუალებებს დაწყებული ვირტუალური ტურებით და კოლექციების ნამუშევართა მაღალი ხარისხის გამოსახულებებით დამთავრებული.

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ იორკი

შეგიძლიათ მოძიება ხელოვანის ან ხელოვნების ისტორიული პერიოდების მიხდვით ან შეგიძლიათ დაათვალიეროთ მუზეუმები კონკრეტული ქვეყნიდან, ან მოიძიოთ ისინი თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რუკის სპეციალური ფუნქციით. დაწესებულებები პლატფორმაზე მოიცავს ისეთ დიდ სახელებს, როგორებიცაა: მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი და სოლომონ რ. გუგენჰაიმის მუზეუმი ნიუ იორკში, უფიცის გალერეა ფლორენციაში, ისევე როგორც უფრო პატარა, მაგრამ ყველსათვის საყვარელი ადგილები, როგორებიცაა ამსტერდამის ვან გოგის მუზეუმი და კალუსტ გულბენკიანის მუზეუმი ლისაბონში.

კარი კოლა, “ველური მშვენება”

თუ კულტურული მემკვიდრეობა უფრო გაინტერესებთ, გუგლში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ მსოფლიო ღირსშესანიშნაობები „ქუჩის ხედით“. უამრავ სხვას შორის, აქ არის ისეთი ცნობილი ადგილები, როგორებიცაა: სტოუნ ჰენჯი, მაჩუ პიჩუ, კოლიზეუმი და პირამიდები. გუგლი ასევე გვთავაზობს სამგაზომილებიან, 360 გრადუსიან და ე.წ. „გაძლიერებული რეალობის“ მოგზაურობას სხვადასხვა აპლიკაციების და პროექტების მეშვეობით.

კოლიზეუმი, “ქუჩის ხედი”

კორონავირუსს არ უკავშირდება, თუმცა ნამდვილად დროული აღმოჩნდა ერმიტაჟის სახელმწიფო მუზეუმის ვიდეო, სადაც ხუთი საათის განმავლობაში შეგიძლიათ იმოგზაუროთ მსოფლიოს უდიდეს და ყველაზე პოპულარულ მუზეუმებში.

ვიდეო ამომწურავად აჩვენებს რუსული მუზეუმის 45 გალერეას და 588 ნამუშევარს, ახლო და პანომარული ხედებით ისევე როგორც ცოცხალი პერფორმანსებით, თუმცა მას არ ახლავს აუდიო ან ტიტრები ნაწარმოებების შესახებ ინფორმაციისთვის. ფილმი სინამდვილეში წარმოადგენს iPhone 11 Pro-ს პრომო ვიდეოს, მაგრამ გვთავაზობს შთამბეჭდავ მოგზაურობას საუცხოო სივრცეში.

ლუვრი, “ეგვიპტური სიძველეები”

ლუვრის ყველაზე პოპულარულ მუზეუმს აქვს შესანიშნავი ონლაინ შეთავაზება, თქვენ შეგიძლიათ სამი სივრცის მონახულება: ძველი ეგვიპტის ფრთა, მისი მისი თხრილი (ფუნდამენტში ჩამალული) და მესამე – აპოლონის გალერეა, რომელიც შედარებით ნაკლები ხარისხისაა ტექნიკურად. თქვენ შეგიძლიათ აქ დააკლიკოთ ობიექტებზე უფრო ახლო ხედისთვის და ნამუშევრის შესახებ ინფორმაციის სანახავად.

გარდა ამისა, მუზეუმებმა დაგეგმეს ონლაინ გამოფენებიც ესპანეთში, იტალიაში, ირლანდიასა და სხვა ქვეყნებში.

კომენტარები

კომენტარი