ვიზუალური ხელოვნება

ვინ არის რეალურად გაშიშვლებული?

ნუდისტური ჟანრის ფოტოგრაფი დონა ფელდმან დევისი იყენებს სიშიშვლეს, რათა გადმოსცეს გზავნილი შთამბეჭდავი და ზოგჯერ შოკისმომგვრელი გამოსახულებებით. სიტყვა „გაშიშვლება“ ხშირად გვხვდება მისი ნამუშევრების მიმართულებაში, სხვადასხვა სცენარებსა და პოზებში გაშიშვლებული ადამიანის სხეულის მისეული ასახვა ტოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას.

თუმცა, კოვიდ-19-ის ეპოქაში სიტყვა გაშიშვლებამ შეიძინა განსხვავებული, უფრო ავისმომასწავებელი მნიშვნელობა მერილენდელი ხელოვანისათვის: „მე შეურაცხყოფილი ვარ, რადგან შენ გაშიშვლებული ხარ ჩემსა და სხვების წინაშე პირბადის არტარებით“ – ამბობს დონა.

„ყველა დროში, ადამიანები იყენებდნენ თავიანთ ნაწარმოებებს, რათა გამოეხატათ, თუ რას გრძნობენ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება სამყაროში. ჩვენ ავირჩიეთ ვაწარმოოთ ეს კამპანია, სადაც მოდელი მთლიანად გაშიშვლებულია, თუმცა ის რეალურად შიშველი არაა თქვენს წინაშე, რადგან ის ატარებს პირბადეს“ – ასკვნის ხელოვანი.  

კომენტარები

კომენტარი