ვიზუალური ხელოვნება

ვინსენტ ვან გოგი და ედგარ დეგა

თეო, ვინსენტ ვან გოგის ძმა და Boussod & Valadon-ის გალერეის რიუ მონმარტრის განყოფილების მმართველი იყო ერთ-ერთი პირველი იმ დილერებს შორის, ვინც ედგარ დეგას ნამუშევრებს ყიდულობდა. დეგასგან მიწერილი წერილებისთვის ტიპური იყო მსგავსი შინაარსი: „გამოიჩინე სიკეთე და გამომიგზავნე ფული ხვალ დილით, გამოვიფხიკე…“.

დეგას წერილი თეოს, სადაც იგი ფულს ითხოვს, სავარაუდოდ 1887 წელი.

1887 წლის 10 აგვისტოს დეგამ გაგზავნა მისი მსახური თეოს გალერეაში ნახატის საფასურის გამოსართმევად: „გამოიჩინე სიკეთე და მიეცი 1 500 ფრაკი ჩემს მსახურს“. იმის ხაზგასასმელად, რომ იგი გულმოდგინედ მუშაობდა, დეგა ამატებს: „ხვალ დილით, მე მყავს მოდელი შიშველი ქალის ნახატისთვის (ქალი უკანა მხრიდან, რომელიც ზის ფეხებგადაჯვარედინებული) და თუ დავასრულე, უნდა გამოგიგზავნო ორშაბათს“. დეგას ნახატებს შორის, რომლებიც თეომ იყიდა იმ წელს, იყო „ქალი, რომელიც ზის ყვავილების ვაზასთან“ (1865), რომელიც ამჟამად ნიუ იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმშია.

ედგარ დეგა, „ქალი, რომელიც ზის ყვავილების ვაზასთან“ (1865),

ძმები ვან გოგები დეგას დიდი თაყვანისმცემლები იყვნენ. თეოსთან დასარჩენად ჩასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1886 წელს ვან გოგი ინგლისურად წერს წერილს თავის მეგობარს ჰორას ლივენს მოდერნულ ხეოვნებაზე, რომელიც მან აღმოაჩინა პარიზში: „მიუხედავად იმისა, რომ მე მათ კლუბს არ ვეკუთვნი, ძალიან აღფრთოვანებული დავრჩი ზოგიერთი იმპრესიონისტული ნახატით – დეგა, შიშველი ფიგურა – კლოდ მონე, ლანდშაფტი.“

ედგარ დეგა, “ახალგაზრდა ქალი იცმევს” (1885)

მოგვიანო პერიოდში ვან გოგი წერდა თავის მოსაზრებას დეგას მიერ შიშველი ქალების ხატვასთან დაკავშირებით. ვან გოგის აზრით, ხელოვანს არ ჰქონდა სექსუალური ინტერესი ქალების მიმართ და სწორედ ამის გამო შეეძლო მას მათი სხეულების ასე კარგად დახატვა. ამის შესახებ ვან გოგი წერს თავის მეგობარს ემილ ბერნარს: „მას არ მოსწონს ქალები, რადგან იცის, რომ თუ მას მოეწონება ისინი და ბევრჯერ ექნება სექსი მათთან, მისი ტვინი დაავადდება და ხატვაში უიმედო გახდება“.

ედგარ დეგას მიერ შეძენილი ვან გოგის “ორი თავი მზესუმზირა” (1887)

როცა ვან გოგმა 1889 წლის იანვარში ყური მოიჭრა და საავადმყოფოში იმყოფებოდა, თეოს მისწერა, რომ მისი ტაჯნვა იყო „შემაძრწუნებელი“, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, „მე განვაგრძობდი ფიქრს დეგაზე“.

1890 წელს თეო თავსი დასთან – ვილთან ერთად ეწვია დეგას. ედგარმა ვილი ძველი ჰოლანდიელი ოსტატების ნახატებში გამოსახულ ქალებს შეადარა და სიამაყოთ აჩვენა მას საკუთარი ნამუშევრები, მოგვიანებით კი თეოს უთხრა, რომ მის დას – ვილს ქალის ნუდისტური ნახატები კარგად ესმის.

ედგარ დეგას მიერ შეძენილი ვან გოგის “ყურძნები, ლიმონები, მსხლები და ვაშლები” (1887)

ვისენტმა თავი მოიკლა 1890 წელს, თეო კი ერთი წლის შემდეგ სიფილისით მოკვდა, დეგას ნახატებს აღარ ყიდულობდა გალერეა, თუმცა მოგვიანებით დეგა შემოსავლიანი გახდა და უკვე თავად ყიდულობდა ვან გოგის ნახატებს.

კომენტარები

კომენტარი