კინო

ვეს ანდერსონის ახალი ფილმის ტრეილერი გამოქვეყნდა

ვეს ანდერსონის ახალი ფილმი, ,,The French dispatch’’, როგორც ჩანს, გამომსახველობითი ხელოვნების, ერთგვარი, ანთოლოგია იქნება. ფილმი სამ ამბავზეა დაფუძნებული, რომლებიც ამერიკული ჟურნალიდან ,,The New Yorker’’-იდან არის ამოკრეფილი.

რთულია ამ ამბის ახსნა, ის ამერიკელ ჟურნალისტზეა, რომელიც საფრანგეთში თავის ჟურნალს ქმნის. ეს [ჟურნალი]  ამ კაცის პორტრეტია, კაცისა, რომელიც იბრძვის, დაწეროს ის, რაც თავად სურს. ფილმი პრესის თავისუფლებაე არ არის, მაგრამ, როდესაც რეპორტიორზე საუბრობ, აუცილებლად, უნდა თქვა, თუ რა ხდება რეალურობაში, – თქვა ფილმის რეჟისორმა ვეს ანდერსონმა.

ფილმში მთავარ როლს ედრიენ ბროუდი ასრულებს. მისი პერსონაჟი დილერია ხელოვნებაში. ის ცდილობს, ბენიჩიო დელ ტოროს ნახატი შეიძინოს, რომელიც, ამ დროს, ციხეში ზის. ბროუდის პერსონაჟი ჟულიან კადაციო რეაულრი პიროვნების, ცნობილი ბრიტანელი დილერის, ჯოსეფ დუვეენის პროტოტიპია.

სწორედ მისი სიტყვებია: ევროპას დიადი ხელოვნება აქვს, ამერიკას კი დიდძალი ფული.

ედრიენ ბროუდისთან ერთად ფილმში ტიმოთი ჩალამეტი და ლინა ქოუდრი რევოლუციონერ სტუდენტებს თამაშობენ, ხოლო ჯეფრი ვაითი გამოჩენილი ამერიკელი მწერლისა და ფერადკანიანთა უფლებების დამცველ ჯეიმს ბოლდუინს განასახიერებს.

როგორც ტრეილერიდან ჩანს, ფილმში ვეს ანდერსონისთვის დამახასიათებელი ფერთა გამა არც ამ შემთხვევაში მოგვაკლდება. ცნობილია, რომ ფილმი 2020 წელს გამოვა, თუმცა ზუსტ რიცხვს ჯერ არ ასახელებენ.

კომენტარები

კომენტარი