კინო

ვაჩოვსკებმა, შესაძლოა, ახალი “მატრიცა” გადაიღონ

რეჟისორები ლანა და ლილი ვაჩოვსკები, ახალი “მატრიცას” გადაღებას გეგმავენ, – ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ პორტალი Discussing Film-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ფილმის გადაღებებისთვის მზადება დიდი ხანია დაიწო, გადაღებები კი 2020 წელს იგეგმება.

ახალი ფილმისთვის სცენარს ზაკ პენი დაწერს. აინფორმაცია ამის შესახებ, ჯერ კიდევ 2017 წელს ვრცელდებოდა. ამავე წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმში მთავარ როლზე მაიკლ ბ. ჯორდანი იქნებოდა მიწვეული. მაშინ, ზაკ პენი ამბობდა, რომ ჯერ არ იცოდა რა სახით დაბრუნდებოდნენ ნეო და მისი მეგობრები ეკრანზე, თუმცა, დანამდვილებით თქვა, რომ ეს არ იქნებოდა “მატრიცას” ტრილოგიის რიმეიქი. ამჯერად, ახალი ფილმის სიუჟეტის დეტალები უცნობია.

აღსანიშნავია, რომ მარტში, Warner-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კევინ ცუძიჰარამ განაცხადა, რომ სტუდიას უნდოდა “მატრიცას” სამყაროს გაფართოება. მედიაში იწერებოდა, აგრეთვე იმის შესახებ, რომ კასკადიორისა და რეჟისორის ჩად სტაჰელსკის განცხადებით, ვაჩოვსკები “მატრიცას” ახალ ფილმზე მუშაობდნენ. მისი თქმით, რეჟისორებს ფილმის სამყაროს გაფართოება სურდათ. მოგვიანებით სტაჰელსკიმ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ მედიამ მისი სიტყვები არასწორად და კონტექსტიდან ამოვარდნილად გააშუქა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინფორმაცია, შესაძლებელია, უბრალოდ ჭორი იყოს, ვინაიდან ოფიციალური განცხადება ფილმის შეასხებ ჯერ არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი