ვიზუალური ხელოვნება

ვან გოგი და მონე: ორი პორტრეტის განსხვავებული ბედი

ვან გოგის მუზეუმმა ამსტერდამში გახსნა გამოფენა სახელწოდებით „სურათზე: ხელოვანის პორტრეტი“, რომელიც 24 მაისამდე გაგრძელდება და ფოკუსირდება ხელოვანების პორტრეტებსა და ავტოპორტრეტებზე 1850 წლიდან 1920 წლამდე. ვან გოგის 9 ავტოპორტრეტს შორის არის ერთი ოსლოს ეროვნული მუზეუმიდან, რომელიც ადრე ყალბად იყო მიჩნეული. გასულ თვეს, ამსტერდამის მუზეუმის სპეციალისტებმა მოახდინეს ნახატის ავთენტიფიკაცია, მათი თქმით, ესაა ერთადერთი შემორჩენილი ნამუშევარი, რომელიც ხელოვანმა შექმნა ფსიქოზური შეტევისგან გამოჯანმრთელების დროს.

მაგრამ ამავე დროს, მონეს „ავტოპორტრეტი“, რომელზეც ვხედავთ ბოჰემურ ხელოვანს, აღმოჩნდა, რომ შესრულებულია შვეიცარიელი მხატვრის შარლ ჟიროს მიერ. იგი 1986 წელს, ვილდენშტაინის გალერეის მიერ, ერთგვარად იდუმალებით მოცულ ვითარებაში გადაეცა მარმოტანის მონეს მუზეუმს. როცა საბოლოოდ იგი გამოიფინა მუზეუმში 2000 წელს, როგორც მონეს ავტოპორტრეტი, რამდენიმე წლის შემდეგ იგი „მიაკუთვნეს“ ჯონ სინგერ სარჯენტს.

2010 წლიდან მოყოლებული იგი ხან ბერთ მორისოს ხან მონეს ამერიკელ მეგობარს – იმპრესიონისტ ჯონ ბრეკს მიაწერეს. შემდგომით კვლევით, რომელიც ვილდენშტაინის გალერეისთვის ნიუ იორკის ხელოვნების ისტორიკოსმა ჯოზეფ ბაილიომ ჩაატარა, დადასტურდა ჟიროს ავტორობა. 1885 ჟირომ დღიურში ჩაიწერა, თუ როგორ ესტუმრა მონეს და მისივე საღებავებით და მასალებით დახატა იგი.

კომენტარები

კომენტარი