ვიზუალური ხელოვნება

ვან გოგის ყურის საიდუმლო ახალ ფილმში

BBC-ს გვთავაზობს ხელოვნების კრიტიკოსის – ვალდემარ იანუშჩაკის ფილმს „ვან გოგის ავტოპორტრეტი შეხვეული ყურით“, სადაც სულ სხვა თვალით დავინახავთ გენიალური მხატვრის უცნაურ საქციელს. ეს ნახატი მუდამ იყო მხატვრის უიმედო სიგიჟის მტკიცებულება, თუმცა იანუშჩაკმა უფრო ნიუანსური და საყურადღებო თეზისი წარმოადგინა.

ვან გოგი მისი მამის მკაცრი და დამთრგუნველი რელიგიური აღზრდის გავლენით, შეპყრობილი იყო ბიბლიური მეძავის – მარია მაგდალელის სახეხატით, რომელსაც უნდა გადაეფარა მისი წარუმატებლობა ქალებთან. არლში გადასვლა, ნაწილობრივ ადგილობრივი ქალებისადმი ინტერესითაც იყო გამოწვეული, რომელიც ჟორჟ ბიზემ განადიდა თავის L’Arlésienne-ში. ვან გოგი ზიზღით აღივსო, როცა ქალებმა მისი მეგობარი – უფრო ამქვეყნიური და სოციალურად ადაპტირებული პოლ გოგენი აირჩიეს ინტერესის საგნად.

პოლ გოგენი

გოგენთან კამათის შემდეგ ვან გოგი იჭრის ყურს, იანუშჩაკის ინტერპრეტაციით ეს ადგილობრივი ტრადიციის იმიტაციაა: არლში ხარებთან მებრძოლები გამარჯვების შემდეგ ყურს აჭრიდნენ მკვდარ ხარს და ბრბოში მდგარ გოგონებს მიუგდებდნენ. ვან გოგმა ყური ადგილობრივ მეძავს მიართვა, წარმოადგინა საკუთარი თავი როგორც „შესაწირი მსხვერპლი სიყვარულის ბრძოლაში“.

ენჟერან კარტო, “ვილნოივ-ლე-ავინიონის პიეტა”, მე-15 საუკუნე

ვალდემარი ასევე ყურადღებას ამახვილებს ავტოპორტრეტში ვან გოგის უკან ჯვრისებრ მოლბერტსა და ნახატზე, სადაც გეიშები ჩანან მთის ძირში. კრიტიკოსის ინტერპრეტაციით, ვან გოგის ყურის სახვევი თეძოში დაჭრილი იესოს კვართის რემინისცენციაა, ჯვრისებრი მოლბერტი და იქვე გეიშების ნახატი კი „პიეტას“ – ჯვრიდან გარდამოხსნილი ქრისტეს ქალების მიერ დატირების იმიტაციაა.     

კომენტარები

კომენტარი