ვიზუალური ხელოვნება

ვან გოგის დაკარგული ნახატი

ბრიტანელი ხელოვანი ტასიტა დინი გამოთქვამს სურვილს იხილოს ვან გოგის ნახატი – „რესტორნის ინტერიერი“, რომელიც ოდესღაც მის წინაპრებს ეკუთვნოდათ. დინის დიდი ბებია ესთერ სუტროს და იყო. ესთერ სუტრო, თავის მეუღლესთან – ალფრედთან ერთად იყო ერთ-ერთი პირველი ბრიტანელი კოლექციონერი, რომელმაც ვან გოგის ნამუშევარი შეისყიდა 1896 წელს.

ალფრედ სუტროს კარიკატურა ჰერი ფერნისის მიერ, დაახ. 1920 წ.

სუტროებმა ნახატი პარიზში შეიძინეს, სადაც ესთერი, ქალიშვილობის გვარით – აიზეკსი სწავლობდა და ხატავდა. ვან გოგის ნახატი 1887 წელსაა შესრულებული. ამ რესტორანში ვან გოგს ერთხელ მცირე „გამოფენაც“ მოუწყვია და ნახატში შესაძლოა მისი ნახატებიც ჩანს კედელზე.

ტასიტა დინი

1934 წელს ესთერი გარდაიცვალა ისე, რომ ნახატთან დაკავშირებით თავისი სურვილი არ დაუბარებია, მისმა დამ – ფლორენს ვან გრუისენმა იგი მიჰყიდა როუდ აილენდელ მიურეი დენფორთს. 1993 წელს ნახატი სოთბის აუქციონზე 10.3 მილიონ დოლარად იყიდა ლონდონელმა საიმონ დიკინსონმა, შემდეგ კი ტასიტა დინის აზრით, იდუმალებით მოცული კოლექციონერის ხელში გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი