ვიზუალური ხელოვნება

ვანდალიზმი ძეგლების მიმართ და საპასუხო პროტესტი

ვიტორიო დე კოლბერტადო, ქრისტეფორე კოლუმბი, მაიამი

ვანდალიზებული ძეგლების სიას შეემატა მუსოლინის დაცვის ყოფილი წევრის მიერ შექმნილი კოლუმბის ქანდაკება მაიამიში. იქვე მდებარე ქანდაკება, რომელიზეც გამოსახულია ესპანელი კოლონიზატორი ხუან პონსე დე ლეონი, ასევე ვანდალიზებულია გრაფიტის მეშვეობით.

ხუან პონსე დე ლეონის ქანდაკება, მაიამი

ვანდალიზებულია ასევე კონგოს კოლონიზატორი მეფის – ლეოპოლდ მეორის ქანდაკება ბრიუსელში. მას მკერდზე წააწერეს “ბოდიში”.

მეფე ლეოპოლდ მეორის ქანდაკება, ბრიუსელი

საფრანგეთის რადიკალ-მემარცხენე ორგანიზაცია „შავკანიან აფრიკელთა დაცვის ლიგა“ ავრცელებს მუქარას ნაპოლეონის, შარლ დე გოლის და სხვების ძეგლების მისამართით.

ნაპოლეონი

ასევე მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიის სანაპიროზე შეტევის დღეს, ლონდონში, პარლამენტის სკვერში მდებარე უინსტონ ჩერჩილის ძეგლის კვარცხლბეკზე გაჩნდა წარწერა პოლიციელების წინააღმდეგ უხამსი გამონათქვამით, რის გამოც ქანდაკებას დამცავი კონსტრუქცია გაუკეთეს გარშემო.

უინსტონ ჩერჩილის ქანდაკება, პარლამენტის სკვერი ლონდონში

ბორის ჯონსონის თქმით, ჩერჩილი იყო გმირი და ჩვენ არ შეგვიძლია მოვიტყუოთ ჩვენი ისტორიის თაობაზე, არ შეიძლება შეეხოს მას ცენზურა და რედაქტირება.

დაცვა დაენიშნა ასევე ინგლისის ქალაქ პულში, სკაუტური მოძრაობის დამფუძნებლის, მწერლისა და მხატვრის – ლორდ ბადენ-პაუელის ქანდაკებას, რომლის უსაფრთხოების მიზნით, თავდაპირველად მთავრობამ მისი საწყობში გადატანა გადაწყვიტა.

ლორდ ბადენ-პაუელის ქანდაკება, პული.

თუმცა ამას შეეწინაღმდეგნენ მოქალაქეები, რომლებიც გამოვიდნენ პლაკატებით, სადაც წერია: „ბრიტანეთის ისტორია მნიშვნელოვანია“. მოქალაქეებს  მიაჩნიათ, რომ ბადენ-პაუელს ცილს სწამებენ რასიზმში.

ჩარლზ გრეის ქანდაკება, ნიუკასლი

ნიუკასლში მოქალაქეთა ჯგუფმა ვანდალიზებისგან დაიცვა ქანდაკება, რომელზეც გამოსახულია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი – ჩარლზ გრეი, ვინც მონობა გააუქმა. მათი თქმით „ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ და პროტესტი და ანარქია უნდა განვასხვავოთ.

ჟოზეფ გალიენის ქანდაკება, პარიზი

ასევე დაცვის ქვეშაა პარიზის ქანდაკებები, რომლებიც ეძღვნება აფრიკის სასტიკ კოლონიზატორს – გენერალ ჟოზეფ გალიენის და ლუი XIV-ის სამეფო კარზე მოღვაწე ცნობილ ეკონომისტს – ჟან-ბატისტ კოლბერს, ე.წ. „შავკანიანთა კოდექსის“ ავტორს.

ჟან-ბატისტ კოლბერის ქანდაკება, პარიზი

აღსანიშნავია საპასუხო ვანდალიზმის ფაქტიც: სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ პოში საფრანგეთში მონობის გაუქმებისადმი მიძღვნილი ქანდაკება თეთრად შეღებეს და გაუკეთეს წარწერა ინგლისურად: „თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“.

კომენტარები

კომენტარი