ვიზუალური ხელოვნება

ეშლი კეინი – ჯასტინ კურლენდის „გოგონების სურათები“

კედელი (2000)

როცა ჩვენ ვფიქრობთ ველურ ამერიკაზე, ჩვენ უფრო მეტად თვალწინ წარმოგვიდგება უფრო მასკულინური, ვიდრე ფემინური სურათები – უდაბნოში მოხეტიალე ჯონ უეინის კოვბოებით დაწყებული და დამთავრებული უსასრულო გზაზე დამდგარი მძღოლებით, რომლებიც გზად სადმე ბარში შეივლიან სადილისათვის.

ესაა კლიშე, რომელსაც ძალიან კარგად იცნობდა ფოტოგრაფი – ჯასტინ კურლენდი, როცა 1997 წელს მან დაიწყო ფოტოების გადაღება თავისი სერიისთვის – „გოგონების სურათები“. ხუთი წლის განმავლობაში, კურლენდი მოგზაურობდა ჩრდილოეთ ამერიკაში და პეიზაჟების ფონზე ფოტოებს უღებდა გოგონებს რომელთაც უნდა განესახიერებინათ „უშიშარი და თავისუფალი, ნაზი და მძვინვარე“ ფოტოპერსონაჟები.

თოვლის ანგელოზები (2000)

წიგნის – „გოგონების სურათები“ – შესავალში, რებეკა ბენგალი წერს: „გოგონები აწყობდნენ ამბოხს. გოგონები განიმუხტებოდნენ. გოგონები გაიქცნენ სახლიდან, სულ მცირე, ეს ნათელი იყო. ისინი ცდილობდნენ ყოფილიყვნენ საკუთარი თავის ის ვერსია, რომელსაც სამყარო აქამდე იცნობდა, როგორც „ბიჭურს““. ბენგალი გოგონებზე წერს: „კოვბოები, მეზღვაურები, მეკობრეები, მოლაშქრეები, ჰობოები, მატარებლის უბილეთო მგზავრები, აღმომჩენები, მოთამაშენი ჭვავის ყანაში, ბუზთა ბატონები – ასე უწოდებდით მათ, ეს ყველაფერი ბიჭების საუფლოა. თუ გსურდათ ადგილი ნარატივში, თქვენ უნდა წარმოგესახათ საკუთარი თავი მის შიგნით“.

კურლენდი ასრულებს წიგნს ტექსტით, სადაც წერს, თუ როგორ „გადაისროლა გოგონების ჯგუფების ნედლი, რისხვიანი ენერგია“ თავის სურათებში. იგი იხსენებს პირველ ფოტოს, რომელიც გოგონას გადაუღო: ეს იყო მისი ბოიფრენდის ქალიშვილი, რომელსაც აღწერდა, როგორც „გაქცეულ თინეიჯერს“.

ბიჭის წვალება: ორთავიანი ურჩხული (1999)

კურლენდის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ მისი სურათები შესთავაზებდა გოგონებს ახალ, უსაზღვრო სინამდვილეს, რომელშიც ისინი საკუთარ თავს გადაიყვანდნენ. კურლენდი წერს: „გაფუჭებული ტელეფონის თამაშის მსგავსად, ყოველი გადაცემა ცვლის და ამახინჯებს ამბოხების და დაპყრობის ფუნდამენტურად ამერიკულ მითს, გარკვეული დეტალების გამოკვეთით ან წაშლით, ახალი სოციალური და ისტორიული კონტექსტების მოთხოვნათა შესაბამისად“.

კურლენდი ამატებს, რომ ეს მითიური სურათები, იდეალურ შემთხვევაში, წაახალისებს გოგონებს, რათა მათ იპოვონ თავისუფლება თავიანთ ცხოვრებაში. „მე წარმოვისახე სამყარო, რომელშიც, გოგონებს შორის სოლიდარობის აქტები წარმოშობს უფრო მეტ გოგონებს – ისინი გამრავლდებიან ერთიანობის აშკარა ძალით  და პრეტენზიას განაცხადებენ ახალ ტერიტორიაზე“.

კომენტარები

კომენტარი