ვიზუალური ხელოვნება

ეროვნულ გალერეაში ჩინელი მხატვრების გამოფენა გაიხსნა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ჩინური თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებულებს  შესაძლებლობა ეძლევათ იხილონ ჩინელი მხატვრების  40-მდე ავანგარდული ნამუშევარი.  გამოფენა სახელწოდებით „თანავარსკვლავედები“ თანამედროვე ჩინელი არტისტების ნამუშევებს უყრის თავს. გამოფენა  23 ივნისს  გაიხსნება და 11 სექტემბრამედე გასტანს.

გამოფენაზე  წარმოდგენილ ჩინელ მხატვრებს შორის განსაკუთრებულად ეპატაჟური ფიგურაა აი ვეივეი, რომელიც პოლიტიკური აქტივისტიცაა. შესაბამისად,  მისი ხელოვნება სხვებისგან პოლიტიკური ელემენტებით გამოირჩევა. 2011 წელს ის დაპატიმრებულიც  იყო და  მისი გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული მასშტაბური კამპანიის წყალობით, მხატვარმა საპატიმრო დატოვა.

ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენის ორგანიზატორების თქმით, აი ვეივეის ნამუშევრები გამოფენილია მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში და ახლა უკვე ქართველ დამთვალიერებლებსაც   ეძლევათ შანსი ახლოს გაეცნონ მხატვრის შემოქმედება.

კომენტარები

კომენტარი