ვიზუალური ხელოვნება

ეროვნული მუზეუმი გამოფენას – „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო” – უმასპინძლებს

11 სექტემბერიდან ეროვნული მუზეუმი მნახველებს წარუდგენს გამოფენას „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო”.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო” დამთვალიერებელი გაეცნობა ბერნინისა და XVII საუკუნის სხვა იტალიელი ოსტატების შედევრებს, რომლებიც დაცულია რომის მახლობლად მდებარე რომაული ბაროკოს მუზეუმში „პალაცო კიჯი ინ არიჩა”.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60-მდე ნამუშევარი. მათ შორის: ფერწერული და გრაფიკული პორტრეტები, ავტოპორტრეტები, პეიზაჟები, სხვადასხვა ფრესკისთვის მოსამზადებელი ესკიზები, ბრინჯაოს მედლები, კედლის დეკორები – ტყავისა და აბრეშუმის საკიდები, დეკორატიული ლამპა და სხვა.

გამოფენის ფარგლებში, პერიოდულად გაიმართება სხვადასხვა ასაკის დამთვალიერებლისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამები და საჯარო ლექციები.

გამოფენა 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.

პროექტი იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და ხორციელდება საქართველოს მთავრობის პროექტ Check-in-Georgia-ს ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი