კინო

ეროვნული კინოცენტრი ქართული ფილმების კატალოგისთვის მასალების მიღებას იწყებს

ეროვნული კინოცენტრი იწყებს მასალების მიღებას 2017 წლის ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგისათვის.

კატალოგში წარმოდგენილი იქნება:
• მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმები
• მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმები
• დოკომენტური ფილმები
• ანიმაციური ფილმები
• ფილმები წარმოების პროცესში

კატალოგისათვის გასაგზავნი მასალების ნუსხა:

1. ფილმის სათაური (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
2. ქრონომეტრაჟი, ფორმატი, ჟანრი
3. რეჟისორი
4. სცენარის ავტორი
5. ოპერატორი
6. მსახიობები
7. პროდიუსერი
8. მწარმოებელი კომპანია: (კომპანიის სრული დასახელება, მისამართი, ინდექსი, ვებ-გვერდი, საკონტაქტო ტელეფონები, ელექტრონული ფოსტა)
9. ფილმის მოკლე ანოტაცია
10. რეჟისორის ბიოგრაფია
11. რეჟისორის ფილმოგრაფია (ფილმები დალაგებული უნდა იყოს ბოლოდან პირველისაკენ. მაგ; „ფილმი“ (2015), „ფილმი“ (2013). ფილმი“ (2010) და ა.შ. თუ ფილმი წარმოების პროცესშია „ფილმი“ (წარმ.)
12. რეჟისორის ფოტო
13. 2 ფოტო (კადრი) ფილმიდან (მაღალი ხარისხით)

მასალები მიიღება 2017 წლის 10 ნოემბრამდე, დაგვიანების შემთხვევაში ფილმი ვერ მოხვდება კატალოგში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კინოცენტრის ვებ გვერდს

კომენტარები

კომენტარი