კინო

,,ერთხელ ჰოლივუდში” – ტარანტინო მოგვითხრობს თუ როგორ გრძელდება ცხოვრება ფილმის სამყაროში

,,ერთხელ ჰოლიდუვდში’’ კვენტინ ტარანტინოს შედევრი და მისი ხასიათისა და სტილის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა. მთავარ როლებში ლეონარდო დიკაპრიო, ბრეტ პიტი და მარგო რობი არიან. ფილმი ჰოლივუდის მსახიობზეა, რომელსაც სურს, რომ პოპულალური გახდეს და ჰოლივუდის ვარსკვლავების გვერდით დაიკავოს ადგილი, მაგრამ მას ბედი არ უღიმის და სერიოზული როლების შესრულების შანსი არ ეძლევა. ამასთან, მას ალკოჰოლთანაც აქვს პრობლემები და მისი ნერვული, არაადეკვატური ქმედებები სასაცილოსაც კი ხდის მას.

ფილმის შინაარსის გასაგებად აუცილებელია, რომ მაყურებელმა ჩარლზ მენსონის ისტორია იცოდეს. ჩარლზ მენსონი ამერიკელი დამნაშავე და ფსიქოპატი იყო. ადამიანის მკვლელობა მისთვის ხსნა იყო, რადგან ის ფიქრობდა, რომ სიკვდილი სულის სხეულისგან გათავისუფლების გზაა და მკვლელობა კეთილშობილური საქციელია. მან და მისმა სექტამ ცნობილი პოლონელი რეჟისორის რომან პოლანსკის ორსული ცოლი, მსახიობი შერონ ტეიტი, წამებით მოკლეს.სწორედ შერონ ტეიტის მკვლელობის ამბავი არის გადათამაშებული ტარანტინოს ფილმში.

ფილმის ბოლოს მთავარი გმირი ჰოლივუდის ვარსკვლავების გარემოცვაში შეაბიჯებს. თუმცა მისი პერსონადან გამომდინარე ძნელია იმედოვნო, თუ როგორ გნაგრძობს ის ცხოვრებას. ამაზე კი თავად ტარანტინო ალაპარაკდა.

BEVERLY HILLS, CALIFORNIA – JANUARY 05: Quentin Tarantino attends the 77th Annual Golden Globe Awards at The Beverly Hilton Hotel on January 05, 2020 in Beverly Hills, California. (Photo by Daniele Venturelli/WireImage)

ის ისევ მოთხოვნადი ხდება. ისეთივე მოთხოვნადი არა, როგორც მაიკლ სარაზინი, მაგრამ მას მაინც ერგო საკმაო პოპულალურობა და ყველასთვის მოულოდნელად ფილმი, რომელშიც ის მონაწილეობს 5 სხვადასხვა არხზე გადის. ის განაგრძობს ფულის შოვნას. მის ირგვლივ იგება ახალი ეპიზოდები. – ამბობს ტარანტინო

როგორც ჩანს, დიკაპრიოს პერსონაჟი რიკ დალტონი წარმატებული პიროვნება ხდება, არა იმდენად, რომ ისტორიას დიდხანს შემორჩეს, მაგრამ ეს წარმატება მას სრულიად აკმაყოფილებს. რეალურ ცხოვრებაში კი ,,ერთხელ ჰოლივუდში’’ ოსკარის 10 ნომინაციაშია წარდგენილი. ბრეტ ბიტმა უკვე მიიღო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ჯილდო ,,Bafta’’-ს დაჯილდოებაზე, ახლა კი დიკაპრიოსგან ელიან მეორე ოსკარს.

კომენტარები

კომენტარი