ვიზუალური ხელოვნება

ენტონი გორმლის აბსტრაქტულ სკულპტურას კრიტიკა მოჰყვა

ენტონი გორმლის მიერ შესრულებულმა სკულპტურის ესკიზმა, რომელიც გამოსახავს მათემატიკოსს ალენ ტერინგს, ისტორიული ინგლისის მემკვიდრეობის დაცვის კორპორაციის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ალენ ტერინგმა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების სამხედრო კოდები გაშიფრა და მისი 12 ფუტის სიმაღლის სკულპტურის დადგმა იგეგმება კემბრიჯის უნივერსიტეტის ეზოში.

კინგსის კოლეჯი

კორპორაციის განცხადებით,  აბსტრაქტული ლითონის ფიგურა, რომელიც 19 ფოლადის ფილისგან შედგება, „ავნებს“ კინგსის კოლეჯს, სადაც ტერინგი მათემატიკას ასწავლიდა 1930-იან წლებში. კულტურის სხვა წარმომადგენლები, როგორებიც არიან Tate Modern-ისა და Tate Britain-ის გალერეების დირექტორები, მხარს უჭერენ სკულპტურას. პროექტის განაცხადში, კინგსის კოლეჯის წარმომადგენელი ადამ გარდნერი ამბობს: „ტერინგის სკულპტურის პოზა შთაგონებულია თავად ალენ ტერინგის საქმიანობითა და ცხოვრებით“.

სკულპტურის განთავსების ადგილი ნაჩვენებია ნარინჯისფერი ფიგურით

ხელოვნების კრიტიკოსი ვალდემარ იანუშჩაკი ასევე ეწინააღმდეგება იდეას: „ ერთი რამ, რასაც თანამედროვე ხელოვნება ისევ და ისევ გვიმტკიცებს, არის ის, რომ გოთიკური და თანამედროვე სტილების მიქსი არ მუშაობს“ – ამბობს იგი.

კომენტარები

კომენტარი