კინო

ენდი ბატალია – „მარსელ დიუშანი – შესაძლებლის ხელოვნება“

მეთიუ ტეილორის დოკუმენტური ფილმი „მარსელ დიუნამი – შესაძლებლის ხელოვნება“ წარმოადგენს გონებამახვილურ, მაძიებლურ და დახვეწილ წარმოჩენას ხელოვანისა, რომლის განსაკუთრებული თვისება გახლდათ სიგნალების არევა და შემდეგ მათი უფრო არევა, თამამად. „მე ვაიძულებდი საკუთარ თავს, რომ საკუთარ თავსვე შევწინააღმდეგებოდი, რათა საკუთარი გემოვნების მიმართ კონფორმიზმი ამერიდებინა თავიდან“ – ვკითხულობთ დიუშანის ციტატას ფილმის დასაწყისში – შემდეგ კი წარმოჩენილია ნებივრობისა და ასკეტიზმის სინთეზი, რომელიც გახდება მისი შემოქმედების წყარო ათწლეულობის მანძილზე 1910-იანებიდან მის სიკვდილამდე 1968 წელს.

ტეილორის ფილმში მკვეთრად აღიქმება ეს ცენტრალური პარადოქსი და ამასთანავე წარმოდგენილია მძლავრი ვიზუალური განცდა დოკუმენტურ ფორმატში, რომელიც ძალიან ადვილად შეიძლება გახდეს მშრალი და მოსაწყენი. ზოგიერთი კომენტარი შესაძლოა გადაჭარბებული იყოს („მის გარეშე, წარმოიდგინე სად ვიქნებოდით“, ამბობს ერთ-ერთი, „ჩვენ დავხატავდით მატისის ან პიკასოს სტილში. აი, რა იქნებოდა მოდერნული ხელოვნება დიუშანის გარეშე“), მაგრამ ძირითადად ფილმი კარგად უმკლავდება რთულ იდეებს და შთამბეჭდავად გადასცემს მას აუდიტორიას, რომელიც შესაძლოა არ იცნობდეს დიუშანს ახლოს.

ლინდა დელრიმპლ ჰენდერსონი, ტეხასის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიკოსი, საუცხოოდ ხსნის იმ ტიპის მეტაფიზიკურ „მეოთხე განზომილებას“, რომელიც ინტეგრალური იყო დიუშანისთვის და მრავალი სხვა ხელოვანისა და მოაზროვნისათვის ადრეულ მეოცე საუკუნეში. და სულ მალე, ამის შემდეგ, პროცესი, რომლითაც დიუშანმა შექმნა თავისი „3 სტანდარტული გაჩერება“ – აღწერილია, როგორც „პარა-მეცნიერული ოპერაცია“.

მარსელ დიუშანი, „3 სტანდარტული გაჩერება“

ფილმში მონაწილეობენ ხელოვანები: ჯეფ კუნსი, ჯოზეფ კოსუთი, დავ ბრედშო, ელისონ ნოულსი, ედ რუშა, კაროლე შნეემანი და ჰიროში სუგიმოტო, სხვებთან ერთად. მაგრამ შოუს ნამდვილი ვარსკვლავები არიან მკვლევარები და მუზეუმის ხელმძღვანელები, რომლებიც ურთულეს განმარტებებს იძლევიან. ვირჯინიას სახვითი ხელოვნების მუზეუმის კურატორი მაიკლ ტეილორი ამბობს, რომ ხელოვანი „ეჭვქვეშ აყენებდა ხელოვნების ღირებულებას. მრავალ ადამიანს აქვს ეს რწმენა ხელოვნების მიმართ, რომ როგორღაც ის კარგია შენთვის – გამხნევებს. თვით ეთიკური და მორალური პოზიციებიც კი შეიძლება არსებობდეს ხელოვნების მიმართ. დიუშანი ყველა მათგანს უარყოფს.“

საინტერესო და ცოტა არ იყოს ჩიხში შემყვანია, იმედია ჯანსაღი მოსაზრებით – უყურო ამ ფილმს ამჟამინდელ გლობალურ სიტუაციაში, როდესაც გაურკვეველია რა იქნება ხელოვნების მდგომარეობა და როგორ უნდა შეიცვალოს იგი. მიჩნეული იქნება უახლოესი წარსული, როგორც ფუქსავატი? გახდება თუ არა პლანეტის ბედის ამ შემთხვევის სერიოზულობა ის სული, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს თვითგამოცხადებულ ქარაფშუტობასა და თამაშს?

მარსელ დიუშანი, Étant donnés

რეჟისორი მიშელ გონდრი, ფილმის დასასრულს ამბობს დიუშანზე: „რაც მომწონს, ესაა მეცნიერებასა და ხელოვნებას შორის გადაკვეთა, რადგან მეცნიერებაში არ გვაქვს ზეგავლენა, იქ ნამდვილად გსურს წინ წახვიდე. არ გსურს მიბაძო. გსურს წახვიდე კიდევ უფრო შორს და აღმოაჩინო რაღაც, რაც აქამდე არ უნახავთ“. მაიკლ ტეილორი კი დიუშანის შესაბამისი განცხადებით ასრულებს ფილმს: „გაჰყვე მის კვალს, ნიშნავს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო ყველაფერი – იმის ჩათვლით, რაც მან გააკეთა“.

კომენტარები

კომენტარი