საშემსრულებლო ხელოვნება

ელტონ ჯონი ყველაზე შემოსავლიანი როკ-მუსიკოსია

ჟურნალ Forbes-ის 2020 წლის რეიტინგულ სიაში, ელტონ ჯონი დასახელდა მუსიკოსად, რომელმა ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო ერთი წლის განმავლობაში 2020 წლის მაისამდე როკ-მუსიკის ჟანრში, ეს თანხა არის 81 მლნ. დოლარი.

S_ 115

ჟურნალის სიაში ელტონ ჯონს მოჰყვებიან Rolling Stones (59 მლნ. დოლარი), Phil Collins (45 მლნ. დოლარი), Eagles (41 მლნ. დოლარი), Metallica (40.5 მლნ. დოლარი), ბონ ჯოვი (38 მლნ. დოლარი). U2  (38 მლნ. დოლარი), პოლ მაკარტნი (37 მლნ. დოლარი) და Kiss (36.5 მლნ. დოლარი).

ციფრები დათვლილია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, თუმცა მასში გათვალისწინებული არაა გადასახადები, პირადი ტრანზაქციები და სხვ. ჟურნალში ვკითხულობთ: „მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანმა სელებრითებმა საერთო ჯამში 6.1 მილიარდი დოლარი მიიღეს გადასახადების გარეშე, რაც 200 მილიონი დოლარით ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს მიღებული, რადგან გლობალურმა პანდემიამ დახურა სტადიონები და დაადუმა კონცერტები მსოფლიო მასშტაბით“.

კომენტარები

კომენტარი