ვიზუალური ხელოვნება

ელიზაბეტ ფრინკის მივიწყებული შემოქმედება

ნორვიჩის სეინსბერის ცენტრმა შეიძინა ბრიტანელი სკულპტორის – ელიზაბეტ ფრინკის სკულტურები და ნახატები, რაც, მუზეუმის კოლექციების განყოფილების უფროსის – კალვინ უინერის განცხადებით, მუზეუმს საშუალებას მისცემს გახდეს ხელოვანის მუდმივი კვლევის ცენტრი.

“მირაჟი I” და “მირაჟი II” (1969), სეინსბერის ცენტრის სკულპტურის პარკი

უინერი ამბობს, რომ სკულპტურები წარმოადგენს „სხვადასხვა სექციების გადაკვეთას“, რამდენადაც მათ შორისაა ადრეული ექსპრესიონისტული სკულპტურა „სვავი“ (1952), მამაკაცების გამოსახულებები, რომლებიც შთაგონებულია 1960-იანების კოსმოსური რბოლით, ფარნებიანი დიდი თავები და სხვა „ფილოსოფიური“ ნამუშევრები თავების თემაზე.

“სვავი” (1952)

ნახატები ავლენს ფრინკის „დიდებულ ოსტატობას“, ამბობს უინერი. ნახატებს შორისაა 1992 წლის „მწვანე ადამიანი“, ხელახალი შობის შუასაუკუნეების სიმბოლო, რომელიც შეიქმნა იმ პერიოდში, როცა ელიზაბეტ ფრინკს დაუდგინდა კიბო, მაგრამ მაინც შემართული იყო მუშაობისათვის. ასევე აქ არის „უფრო სახალისო“ გრძელფეხება ჩიტები, შესრულებული ბრინჯაოთი.

უინერის აზრით, ფრინკი ჩრდილში მისი სქესის გამო დარჩა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1960-იანებში აბსტრაქტული გეომეტრიული სკულპტურის აღმავლობის ფონზე, მისი ხატოვანი ბრინჯაოს სკულპტურები „მოდიდან გადავიდა“.     

კომენტარები

კომენტარი