ლიტერატურა

ელიზაბეტ ბიშოპის მუდმივი მარტოსულობა

1974 წელს ელიზაბეტ ბიშოპს, თითქოს, ყველაფერი ჰქონდა, რაც პოეტს შეიძლებოდა ესურვა. კითხულობდა ლექციებს ჰარვარდში, მიიღო პულიცერის პრემია, ნაციონალური წიგნის ჯილდო („National Book Award”) და კონტრაქტი ნიუ-იორკერთან (The New Yorker), რომელიც თითქმის ყოველთვის აქვეყნებდა მის ნამუშევრებს. თუმცა, სინამდვილეში, ბიშოპი არასდროს ყოფილა ბედნიერი: „როდესაც ჩემს ეპიტაფიას დაწერ, უნდა თქვა, რომ ყველაზე მარტოსული ადამიანი ვიყავი, ვისაც კი უცხოვრია“- უთხრა ბიშოპმა პოეტ რობერტ ლოუელს.

იმ წელს ყველაფერი უარესობისკენ წავიდა, ამასთან თან ერთვის ის, რომ  მისი ახალგაზრდა შეყვარებული, 31 წლის ალის მეტფესელი კაცზე დაინიშნა. ამ მოვლენას წინ უსწრებდა ბიშოპის წინა შეყვარებულის, ბრაზილიელი ლოტა დე მაკედო სოარესის სუიციდი.

მიუხედავად მისი მარტოობისა, ბიშოპს დახმარება არასდროს უთხოვია. ის ყოველთვის თავისთვის იტოვებდა პირად საკითხებს. ბიშოპი 1979 წელს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა და 100-მდე დატოვებული პოემიდან, მხოლოდ რამდენიმეშია მისი პირადი ცხოვრება აღწერილი.  მისი ყველა ეროტიული პოემის ინსპირაცია კი ლოტა იყო. ქალი, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა ელიზაბეტ ბიშოპი.

იგი ყოველთვის ამბობდა, რომ არასდროს ამთავრებდა დაწყებულ საქმეს. შეიძლება ითქვას, მისი ცხოვრების დევიზი მის მკურნალობაზეც გავრცელდა. 1979 წლის 6 ოქტომბერს ბიშოპი ბოსტონში, საკუთარ სახლში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაცვლილი იპოვეს.

სტატიის ავტორი: ქეთევან ბაღაშვილი

Author: Ketevan Bagashvili

კომენტარები

კომენტარი