საშემსრულებლო ხელოვნება

ელექტრონული მუსიკის ფესვები

ელექტრონული მუსიკა ელექტრონული ინსტრუმენტებითა და ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი მუსიკაა. ისტორიაში პირველი ელექტრონული მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც მუსიკა შესრულდა, საკმაოდ ადრე, 1753 წელს ჩეხმა ფიზიკოსმა პროკოპ დივიშმა შექმნა. ინსტურმენტს კი Denis d’or დაარქვა, რაც ოქროს დიონისეს ნიშნავს. ის პირველი ელექტორნული კლავიშიანი საკრავი იყო.

ამ პერიოდში ელექტრონული ინსტრუმენტების სხვადასხვანაირი ვარიაციებიც გხვდება, თუმცა ახალი საკრავების შექმნა დროებით წყდება და წყაროების მიხედვით, მეოცე საუკუნის დასაწყისში ახლდება. ამ პერიოდში ფუტურისტული მიმდინარეობა იკიდებს ფეხს, რომლის მიზანიც ყველაფერი ძველის უარყოფა და ახალი რეალობის შექმნა იყო.

თავდაპირველად ელექტრონულ ჟღერადობას მხოლოდ დამხმარე ელემენტად იყენებდნენ, ამიტომ მათი დახმარებით, მხოლოდ, ძველი მელოდიები იცვლებოდა. ნელ-ნელა პოპულური გახდა სარკავი ,,Telharmonium’’, რომელიც ორკესტრის მუსიკის სინთეზს ახდენდა.

ამ პერიოდის მუსიკის კრიტიკოსები ახალი საკრავების გაჩენას სიხარულით შეხვდნენ. იტალიელმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ფერუჩიო ბუსონიმ თქვა, რომ ელექტრონული ინსტრუმენტი მომავლის მუსიკას ქმნის და სრულიად ახალ ესთეტიურ მხარეს წარმოაჩენს. სულ მალე ფუტურისტმა მუსიკოსებმა ფრანჩესკო ბალილა პრატელამ და ლუიჯი რუსოლომ ახალი ელექტრონული მუსიკის შექმნა დაიწყეს. ისინი ახალ სტილს ,,ხმაურის ხელოვნებას’’ უწოდებდნენ.

ტექნოლოგია დღითიდღე ვითარდებოდა, რაც უფრო და უფრო მეტად უწყობდა ხელს ახალი ინსტრუმენტების შექმნას. 1930- იან წლებში მათი წარმოება უკვე კომერციულ ხასიათს იძენს.

უკვე 40-იან წლებში ხმის ჩამწერი აპარატურაც იხვეწება, რაც ელექტრონული მუსიკისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაძლებელი გახდა ხმის აჩქარება, შენელება, თუნდაც უკუღმა დაკვრა, ხმების ერთმანეთზე დადება და ასე შემდეგ. ამერიკელი მუსიკოსი ჯონ ქეიჯი წერს ცნობილ კომპოზიციას ,,imaginary Landscape No.1’’.

ისტორიაში პირველად ელექტრონული მუსიკა ჩანაწერის სახით 1944 წელს ჰალიმ ელ დაბმა შექმნა. მან უძველესი ,,ზარის’’ რიტუალის ხმები ჩაიწერა. (Zār – ნიშნავს დემონს, რომელიც ადამიანის სხეულებს ეპატრონებოდა, რიტუალი კი ეგზორციზმისთვის, ანუ ადამიანის დემონისგან განსადევნად სრულდებოდა).

ახალი ტექნიკა იქმნება პარიზშიც  პიერ შაფერის მიერ, რომელსაც ‘musique concrète’ ეწოდა. 1950 წელს შაფერმა პირველი საჯარო კონცერტი ჩაატარა, რომელმაც მთლად კარგად არ ჩაიარა, რადგან აპარატურა ჯერ კიდევ დასახვეწი იყო. musique concrète დაუმუშავებელი ხმების ერთობლიობაა, რომელიც სახელდახელოდ იწერება და სადაც ადაიანის ხმაც შეიძლება შეგხვდეთ.

ელექტრონული მუსიკის სარბიელში ჩაერთო იაპონიაც, სადაც ,,იამაჰას’’ ფირმა ახალ ორგანს ქმნის. ავანგარდული ექსპერიმენტული ჯფუგი ,,Jikken Kōbō’’ თანამშრომლობას იწყებს ,,სონისთან’’, შედეგად კი იქმნება იაპონური ელექტრონული მუსიკის ჩანაწერები “Imprisoned Woman” და “Piece B”.

1954 წელს ნიუ იორკში იქმნება პროექტი ,,The Music for Magnetic Tape’’, რომლის მონაწილეებიც არიან ჯონ ქეიჯი, ერლ ბრაუნი, კრისტიან წულფი, დევიდ ტიუდორი და მორტონ ფელდმანი.

ამ სოციალურ უკუნში, ერლ ბრაუნის , მორტონ ფელდმანისა და კრისტიან ვულფის ნამუშევრებს სინათლე შემოაქვთ. – თქვა ჯონ ქეიჯმა

სწორედ ამ წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში მუსიკალური ფაკულტეტის სტუდენტი ვლადიმირ უსაჩევსკი ინტერესდება ექსპერიმენტული მუსიკით. ,,უცებ გავაცნობიერე, რომ ჩანაწერი შემეძლო ხმის ტრანსფორმაციის ინსრუმენტად გამომეყენებინა’’- თქვა უსაჩევსკიმ.

სამი თვის შემდეგ ის ბენინგტონში, კომპოზიტორ ოტო ლუენინგის მოწვევით მიდის. უსაჩევსკი მას თავის მუსიკას გააცნობს. ისინი ერთობლივად აგრძელებენ მუშაობას, შექმნილ მელოდიებს კი ერთ-ერთ დღესასწაულზე დაუკრავენ. იქ შეკრებილი კომპოზიტორები კი იტყვიან: ეს ის არის, ეს მომავლის მუსიკაა.

როგორც ჩანს, ისინი მართლები აღმოჩდნენ, რადგან დღეს ელექტრონული ინსტრუმენტების გარეშე ძნელია რაიმე მუსიკა წარმოიდგინო. საგულისხმოა, რომ ექსპერიმენტები ახლაც გრძელდება, ტექნოლოგიები ისევ იხვეწება, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრონულ მუსიკას თავისი ხმის მაქსიმუმი ჯერ არ აუჟღერებია.  

კომენტარები

კომენტარი