ლიტერატურა

დღეს თბილისში წიგნის მუზეუმი გაიხსნება

დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში, წიგნის მუზეუმი გაიხსნება, სადაც 19 ათასზე მეტი  გამოცემა გაერთიანდება.

კულტურის სამინისტროს თქმით,  კავკასიაში უდიდეს და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წიგნის მუზეუმში ქვეყანაში დაცული ძვირფასი წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენა მოეწყობა, რომელიც ოთხ ნაწილადაა წარმოდგენილი:

იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი – მაგალითად ქართულ—იტალიური ლექსიკონი (1629), ვახტანგის სტამბის გამოცემები, ინკუნაბულა და სხვ.

„ვეფხისტყაოსნის“ მუზეუმი – აქ წარმოდგენილია პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე

ილიას დარბაზი – ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით

ბროსეს საცავი – ულტრათანამედროვე საცავი, აღჭურვილი შესაბამისი კლიმატ–კონტროლის აპარატურით

 

კომენტარები

კომენტარი