კინო კულტურა

დღეს ელდარ შენგელაიას დაბადების დღეა

ყველასათვის ცნობილ ქართველ კინორეჟისორს ელდარ შენგელაიას დღეს, 26 იანვარს 85 წელი შეუსრულდა.

ელდარ შენგელაია დაიბადა 1933 წელს თბილისში. 1957—59 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო თამაზ მელიავასთან ერთად 1963 წელს. „თეთრი ქარავანი” მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს. შენგელაიას შემდეგი ნამუშევარი იყო დავით კლდიაშვილის მოთხრობის „მიქელას“ ეკრანიზაცია (1964 წ.) მოგვიანებით, 1977 წელს ის კვლავ დაუბრუნდა კლდიაშვილის სემოქმედებას და გადაიღო „სამანიშვილის დედინაცვლი“ (1977.) შენგელაიამ სახელი გაითქვა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით. მათ ერთობლივად შექმნეს კომედიური ფილმები „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968 წ.) და „შერეკილები“ (1973 წ.)

1990 წლიდან შენგელაია ჩაერთო პოლიტიკაში. გახდა რა საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი. შენგელაია იყო 1992, 1995, 1999 და 2004 წლების მოწვევების საქართველოს პარლამენტის წევრი.

ის არის რეჟისორი ისეთი ცნობილი ფილმებისა, როგორებიცაა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ და „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“.

რეჟისორის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზეიმო მიღებას უმასპინძლებს.

navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი