კულტურა

დღეს ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგმება

9 ნოემბერს, დღეს, 18:00 საათზე ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგმება, რომელიც, როგორც ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლო, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 2017 წლის 16 ივნისს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას საჩუქრად გადაეცა.

ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმის ცერემონიას  მინისტრთა კაბინეტის წევრები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, საქართველოს ელჩი გერმანიაში და სხვა ოფიციალური პირებიც დაესწრებიან.

 

კომენტარები

კომენტარი