საშემსრულებლო ხელოვნება

დრამატურგი ტერენს მაკნელი კორონავირუსით გარდაიცვალა

ფლორიდაში ცნობილი დრამატურგი ტერენს მაკნელი, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა კორონავირუსით. მაკნელი ფილტვის კიბოს გადაურჩა და აგრძელებდა სიცოცხლეს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული აშლილობით. ტონის პრემია მას 4-ჯერ აქვს აღებული და მის პიესებში ძირითადად ასახულია ჰომოსექსუალთა ცხოვრება, ჰომოფობიის, სიყვარულის და შიდსის პრობლემები.

მან მოღვაწეობა დაიწყო ბროდვეიზე 1963 წელს და უამრავი პიესა აქვს დაწერილი თითქმის 60 წლიანი კარიერის განმავლობაში. 2013 წელს მან თქვა: „მე მომწონს მუშაობა ადამიანებთან, ვინც გაცილებით ნიჭიერი და გონიერია, ვიდრე მე, ვინც ნაკლებ შეცდომებს უშვებს, ვიდრე მე და ვისაც შეუძლია ჩემი გამოფხიზლება, როცა ვზარმაცობ. უამრავი ადამიანი წყვეტს სწავლას ცხოვრებაში და ეს მათი ტრაგედიაა.“

24 წლის ასაკში დაწერილი მისი პირველი პიესა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, თუმცა მაკნელის ფარხმალი არ დაუყრია, მან მას შემდეგ უამრავი პიესა, მიუზიკლი და ოპერა შექმნა. 2019 წელს მან მთელი ცხოვრების განმავლობაში მიღწეულისათვის ტონის ბოლო ჯილდო აიღო.

კომენტარები

კომენტარი