საშემსრულებლო ხელოვნება

დიჯეი ერიკ პრიდზი ახალ ტექნო-ალბომს უშვებს

ერიკ პრიდზი, შვედი სუპერვარსკვლავი პროდიუსერი და დიჯეი ბრუნდება უფრო მეტი სიურპრიზებით. მას შემდეგ, რაც უკლო ახალი ნაწარმოებების გამოშვებას 2019 წლის შემდეგ, წინა თვეში მან ბოლოსდაბოლოს დაარღვია სიჩუმე თავისი ახალი კომპოზიციებით, რომლებსაც იგი აქვეყნებს მისი ერთ-ერთი ფსევდონიმით –  Cirez D. ესაა ალბომი სულ ორი კომპოზიციით, რომლებიც ადრე სხვა სახელებით იყო ცნობილი – Tomorrowland 2019 ID (Valborg) და Lollapalooza 2019 ID (The Raid).

პრიდზმა ალბომის ქავერი ტვიტერზე დაპოსტა. ერიკ პრიდზის კიდევ ერთი ფსევდონიმია Pryda, ხოლო ფესვდონიმით – Cirez D. იგი უმეტესწილად ფოკუსირებს ბნელ, მძიმე ტექნოზე, რომელთანაც შერწყმულია მელოდიური ჰაუსის ელემენტები. კომპოზიციები კარგად ავსებს ერთმანეთს: Valborg უფრო მეტად რელაქსირებული, მელოდიური და ღრმაა, მაშინ როცა The Raid გაცილებით უფრო მეტად ენერგიული და ბნელია.

კომენტარები

კომენტარი