კინო

დიტო ცინცაძე შინდისის გმირებზე ფილმს გადაიღებს

რეჟისორი დიტო ცინცაძე შინდისის გმირების შესახებ ფილმს გადაიღებს. ამის შესახებ  ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ახალ ქართულ სრულმეტრაჟიან დრამას “შინდისი” ერქმევა და მისი გადაღებები ზაფხულში დაიწყება.

ფილმის სცენარის ავტორი ირაკლი სოლომონაშვილია. სცენარს საფუძვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რეალურად მომხდარი ამბავი უდევს.

ფილმის პროდიუსერი იქნება   ედმონდ მინაშვილი, რომელსაც შინდისის გმირების შესახებ დოკუმენტური ფილმების ციკლი აქვს გადაღებული.

“შინდისში” მთავარ როლს მერაბ ნინიძე შეასრულებს. ფილმში, ასევე, მონაწილეობენ ჰოლივუდის ქართველი მსახიობი დავით ბახტაძე, ია სუხიტაშვილი და გიორგი ბაბლუანი. მსახიობების შერჩევა ჯერ არ დასრულებულა.

მოლაპარაკებები ჯონ მალკოვიჩთანაც მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი