კინო

,,დიდი ლებოვსკის” პერსონაჟის ახალი ისტორია – ,,The Jesus Rolls”-ის ტრეილერი გამოვიდა

 ,,დიდი ლებოვსკი’’ ძმები კოენების კრიმინალურ-კომედიური ჟანრის ფილმია. ის 1998 წელს გამოვიდა და თავდაპირველად, დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია, თუმცა დროთა განმავლობაში ის ფანების საკულტო ფილმად ჩამოყალიბდა მისი უცნაური პერსონაჟების, ორაზროვანი დიალოგების, ხარისხიანი კომედიურობისა და კარგი საუნდტრეკების გამო.

ხესუს კუინტანა ,,დიდი ლებოვსკის’’ ერთ-ერთი პერსონაჟია, რომელიც დიდწილად, თავად მისი როლის შემსრულებლის ჯონ ტურტოროს იდეების მიხედვით არის შექმნილი. ახლა კი ჯონ ტურტორომ, ძმები კოენებისგან ნებართვა ითხოვა და ცალკე ფილმს ამზადებს ხესუს კუინტანას შესახებ.

,,The Jesus Rolls’’-ის მთავარი გმირი ხესუსი ციხიდან გამოდის. თავის მეგობარ ბობი კანავალესთან ერთად გაიცნობს მერის, რომელთან ერთადაც ნიუ იორკის გარეუბნებში დანაშაულს სჩადიან. ფილმის სიუჟეტი ფრანგული სექსუალური კომედიის ,,Going Places”-ის მიხედვით წარიმართება.

ფილმის ტრეილერი

უნდა აღვნიშნით, რომ ამ ფილმშიც ხშირი იქნება შავი იუმორი, უცნაური პერსონაჟები და ორაზროვანი დიალოგები, რადგან მთავარ პერსონაჟს ხესუსი, ანუ ქართულად რომ ვთქვათ, იესო ჰქვია და ფილმის მთავარი გმირები სამწევრიან ჯგუფს ქმნიან. როგორც ცნობილია, ,,The Jesus Rolls’’ 2020 წლის 28 თებერვალს გამოვა.

კომენტარები

კომენტარი