შემოქმედებითი ინდუსტრიები

დიდი ბრიტანეთის შემოქმედებითი ინდუსტრია დაზღვევის და სამთავრობო მხარდაჭერის გარეშე რჩება

„შემოქმედებითი ინდუსტრიების ფედერაცია“ აკრიტიკებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას არ აკრძალოს ჯგუფური შეკრებები კორონავირუსის გამო, რადგან ეს შეზღუდავს შესაძლებლობას შემოქმედებითი ორგანიზაციებისათვის მოითხოვონ კომპენსაცია.

თუმცა, მეორე მხრივ, ბრიტანეთის დაზღვევის ასოციაცია აცხადებს, რომ გაუქმებული ღონისძიებების კომპენსაცია არ იქნება განსაზღვრული მთავრობის გადაწყვეტილებით – აიძულოს ბიზნესებს საქმიანობის შეწყვეტა.

ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ: „იმისდა მიუხედავად მთავრობა გამოაცხადებს თუ არა ბიზნესის შეჩერებას, ფირმების დიდ უმარველსობას არ შეუძენიათ პაკეტი, რომელიც შესაძლებლობას მისცემთ მათ მოითხოვონ დაზღვევის მიერ კომპენსაცია მათი ბიზნესის საქმიანობის კორონავირუსთან დაკავშირებული შეფერხების გამო“.

ბრიტანეთში ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო გაუქმდა უამრავი კულტურული ღონისძიება, მათ შორის ლონდონში კლერკენველის დიზაინის კვირეული მაისიდან ივლისში გადაიტანეს.  

„შემოქმედებითი ინდუსტრიების ფედერაციის“ აღმასრულებელი დირექტორი – კაროლინ ნორბერი მიმართავს ხელისუფლებას და თხოვს ფინანსური ზომების მიღებას შემოქმედებითი ორგანიზაციების დასახმარებლად.

„ჩვენი 111.7 ტრილიონი გირვანქა სტერლინგის ბრუნვის მქონე შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ გამოგვიცხადოს თანადგომა, რათა ჩვენი მსოფლიოში მოწინავე შემოქმედებითი სექტორი გადაურჩეს კოვიდ-19-ს“ – აცხადებს ნორბერი.

კომენტარები

კომენტარი