კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

რუსული გამოცემის ცნობით, დიანა ღურწკაიამ რუსებს ქართველების სახელით მოუბოდიშა

წარმოშობით ქართველი, რუსეთში მოღვაწე მომღერალი, დიანა ღურწკაია თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლას გამოეხმაურა.

რუსული გამოცემა TASS-ის ცნობით, მან რუსებს საქართველოს სახელით ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ ყველა ქართველი ისე არ ფიქრობს, როგორც პარლამენტის წინ შეკრებილები.

ღურწკაიას თქმით, საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი რუსების მიმართ სტუმართმოყვარეა და მეგობრულად არის განწყობილი. როგორც მომღერალი ამბობს, ის ამ დღეების განმავლობაში საქართველოში იყო. 

“ჩემთან ქუჩაში ადამიანი მოვიდა, რომელიც უნივერსიტეტის ლექტორი აღმოჩნდა და მითხრა, რომ თუ მთავრობას შეგნება და ტაქტი არ ჰყოფნის, მაშინ მას სურს მათ მაგივრად ბოდიშის მოხდა. როგორც ქართველი, მეც ვუერთდები ამ სიტყვებს და ბოდიშს ვუხდი ერთმორწმუნე დებსა და ძმებს, რომელთა ღონისძიებაც ჩაიშალა”, — თქვა ღურწკაიამ.

კომენტარები

კომენტარი