ვიზუალური ხელოვნება

დემიენ ჰერსტი კვლავ დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ხელოვანია

Sunday Times აქვეყნებს თავის ყოველწლიურ „მდიდრების სიას“, სადაც წელს სახელოვნებო სამყაროდან ლიდერობენ დემიენ ჰერსტი და ანიშ კაპური, რომლებიც გასული წლიდან ინარჩუნებენ თავიანთ ადგილებს. ჰერსტი ივნისში გეგმავს გახსნას თავისი მთავარი გამოფენა პარიზის Fondation Cartier-ში, რომელიც უკვე ორი წელია ტარდება.

დემიენ ჰერსტი, “სიკვდილის ფიზიკური შეუძლებლობა იმის გონებაში, ვინც ცოცხალია” (1991)

პანდემიამ მაინც დაატყო კვალი ხელოვანის საბაზრო წარმატებას: ჰერსტი, რომელიც ერთ დროს ტრაბახობდა, რომ კვირაში 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს იღებდა, წელს კომფორტულ 315 მილიონ გირვანქა სტერლინგს (384 დოლარი) დასჯერდა.

დემიენ ჰერსტი, “წასული, მაგრამ არდავიწყებული” (2014)

თუმცა, კოლექციონერებმა მაინც მოახერხეს თავიანთი სიმდიდრის ზრდა ამ არაპროგნოზირებად დროშიც კი, მათ შორის არიან ვიქტორია ბექჰემი, რომელმაც სოთბის მიერ ორგანიზებულ „ძველი ოსტატების“ გამოფენაზე წარმატება მოიპოვა შარშან და მისი ქმარი დეივიდ ბექჰემი, რომელთა ქონებას შეემატა 15 მილიონი გირვანქა სტერლინგი (18.3 მილიონი დოლარი), რამაც მათი ქონების მთლიანი ღირებულება გაზარდა 370 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე (451 მილიონი დოლარი).

დემიენ ჰერსტი, “სიკვდილის კოცნა” (2005)

კომენტარები

კომენტარი