ვიზუალური ხელოვნება

დევიდ ჰოკნის ნახატი 23.1 მილიონ დოლარად გაიყიდა

ბრიტანელი ხელოვანის დევიდ ჰოკნის ცნობილი ნამუშევარი ,,The Splash’’, რომელიც ქართულად, ალბათ იქნება, როგორც ,,შეშხეფება’’, 23.1 მილიონ დომალრად გაიყიდა. მისი მყიდველი ცნობილი არ არის.

ჰოკნის მინიმალისტური ნახატი აღწერს მყვინთავის ნახტომის შემდეგ საცურაო აუზის შხეფებს. ეს ნახატი, ასე ვთქვათ, ტრილოგიის ნაწილია, ხოლო ჯამში, ნამუშევარი მეოცე საუკუნის პოპარტის ერთ-ერთ შედევრად არის აღიარებული.

დევიდ ჰოკნი

ამ სამიდან ერთ-ერთი ,,A Bigger Splash’’ ლონდონის მუზეუმში ინახება, ხოლო ,,A little Splash’’-ის პატრონი პირადი კოლექციონერია, ამიტომ მისი საჯაროდ ნახვის საშუალება არავის აქვს.

ეს ნახატი აუქციონზე 2006 წელს უკვე გაიყიდა 2.9 მილიონ ლარად და მის შემდეგ მყიდველს ეკუთვნოდა. 2006 წლის შემდეგ მისი ფასი 20 მილიონზე მეტით გაიზარდა. როგორც ჩანს, ამ სტილის მიმართ დაინტერესება იზრდება.

დევიდ ჰოკნი 1960-იანი წლებში პოპარტის დიდი ტალღის წარმომადგენელია. ის შეპყრობილია წყლით, მისი მოძრაობით, სიღრმით და ადამიანის მასთან შეხებისას დაპაუზებული წამის აღწერას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი