ვიზუალური ხელოვნება

დანიელ მაძონე ქველმოქმედების მიზნით ნახატის ესტამპებს ქმნის

ადამიანი, რომელიც ცნობილია, როგორც ჩვენი თაობის ენდი უორჰოლი, სხვების დასახმარებლად იყენებს თავის ხელოვნებას. ხელოვანი დანიელ მაძონე, ვინც იყო ქუჩის ბავშვი და გახდა საერთაშორისო დონეზე აღიარებული ხელოვანი, ვინც შექმნა ხელოვნების ნაწარმოებები უამრავი სელებრითის, ათლეტის, მილიარდერის და თვით პაპისთვისაც, პირველად ქმნის თავისი ცნობილი ნახატის – „ყვირილი სიჩუმეში“ ესტამპებს, რათა მოიზიდოს თანხები სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის ჩრდილოეთ ამერიკაში, განსაკუთრებით სოციალური უსამართლობის მსხვერპლთა და უმცირესობებისათვის, ვისაც ხელოვნების სწავლა სურს.

მაძონეს დედა ქმნიდა ფერადი შუშის ნამუშევრებს, რამაც შთააგონა მას ხელოვნების სიყვარული, თუმც იგი 15 წლიდან 20 წლამდე ქუჩაში ცხოვრობდა – „[ქუჩაში ცხოვრება] შთამაგონებდა მომეყოლა ისტორიები ადამიანებზე, აი, რატომ ვაკეთებ პორტრეტებს ისე, როგორც ვქმნი. იმაზე, როგორაც მე ვქმნი, ქუჩამ მოახდინა გავლენა“ – ამბობს ხელოვანი.

კომენტარები

კომენტარი