ლიტერატურა

დამატებითი შანსი ”შემოდგომის ლეგენდაზე”

“შემოდგომის ლეგენდა 2017”-ის ფარგლებში, იმპროვიზაციული ტურის პარალელურად ტარდება ონლაინ მარათონი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

ონლაინ მარათონი კონკურსის დღეს ჩატარდება და 12 საათის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში მსურველებს შეეძლებათ შექმნან თხზულება ჟიურის მიერ მოწოდებულ თემაზე.

გამარჯვებულს ავლენს სპეციალური ჟიური, რომლის შემადგელნობა კონკურსის დაწყებამდე, რამდენიმე დღით ადრე გახდება ცნობილი. ჟიურის ფავორიტი მიიღებს სპეციალურ პრიზს ჯეოსელისგან.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საიტს 

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენაა.

კომენტარები

კომენტარი