არქიტექტურა, არქეოლოგია

“დაკარის სახლები” უჩვეულო დიზაინით

ნიუ იორკელმა არქიტექტორმა მარკ თორპმა გააკეთა პროტოტიპული სახლების მინიმალისტური დიზაინი იტალიური ავეჯის ბრენდის Moroso-ს პერსონალისთვის  სენეგალის დედაქალაქის დაკარის გარეუბანში.

ათ წელზე მეტია, რაც ბრენდი ავითარებს ავეჯის კოლექციას – M’Afrique, რომელიც მოიცავს პატრისია ურქკიოლას და სებასტიან ჰერკნერის, ისევე როგორც თავად თორპის დიზაინით დამზადებულ ხელნაკეთ ავეჯს. თორპი იმედოვნებს, რომ ხელს შეუწყობს ამ ადგილობრივ ინდუსტრიას „დაკარის სახლების“ პატარა თემის მშენებლობით.

ყოველი შენობა შედგება სამი განყოფილებისგან – ორი აპარტამენტი და სახელოსნო მათ შორის. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მთელ ოჯახს ექნება შესაძლებლობა თან იცხოვროს და თან იმუშაოს თითოეულ შენობაში.

„დაკარის სახლებს“ აქვთ კუთხოვანი, დახრილი, წვეტიანი სახურავები. ისინი დიზაინირებულია აფრიკულ ქსოვილებსა და ნახატებში აღმოჩენილი ტრადიციული მოდელების მიხედვით.

კომენტარები

კომენტარი