ვიზუალური ხელოვნება

გრაფიტის ხელოვანი ბენქსი „მოხარულია“ მისი ბოლო ნამუშევრის ვანდალიზების გამო

ინგლისში მცხოვრები ქუჩის მხატვარი ბენქსი აცხადებს, რომ გაუხარდა მის მიერ შესრულებული ქუჩის მხატვრობის ვანდალიზება, რადგან თავდაპირველი მონახაზები, რომელიც მან ინსტაგრამზე ახლახანს გამოაქვეყნა, გაცილებით უკეთესია.

შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს, მომდევნო დღის – ვალენტინობასთან დაკავშირებით, სკანდალურად ცნობილმა გრაფიტის ხელოვანმა თავის მშობლიურ ქალაქში – ბრისტოლში ბარტონ ჰილის რაიონის ერთ-ერთ კედელზე გააკეთა თემატური გრაფიტი:

გოგონა ისვრის შურდულიდან იმას, რაც ჰაერში გარდაიქმნება კაშკაშა წითელ, ფეიერვერკის მსგავს აფეთქებად, იგი შეიძლება მივამსგავსოთ ვარდების თაიგულსაც. სულ რაღაც 48 საათში მასე გაჩნდა წარწერა. მასში, ინიციალებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ლანძღავენ ქალაქ ბრისტოლის ქალაქის საბჭოს.  

„მე, ასე ვთქვათ, მიხარია ბარტონ ჰილის ნამუშევარი რომ ვანდალიზებულია“ – წერს ხელოვანი – „თავდაპირველი მონახაზი გაცილებით უკეთესია“. პოსტის ქვეშ ბენქსი რამდენიმე შავ მონახაზს აქვეყნებს.

ბენქსი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გრაფიტის ხელოვანია, ახლახანს, აეროზოლის ხელოვნების ცენტრის ხელოვანთა ჯგუფმა მოიგო პროცესი, რაშიც ერთგვარი დამსახურება ბენქსისაც აქვს, რადგან განადგურებული გრაფიტისთვის „აღიარებული ღირებულების“ სტატუსის მისანიჭებლად, ბენქსის, როგორც ავტორიტეტული ქუჩის მხატვრის შეფასება მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.  

კომენტარები

კომენტარი