კულტურა

გორის დღეები 2017

გორის დღეები 2017–ის ფარგლებში ქალაქ გორში საერთაშორისო საგუნდო ფესტივალი ”გორი 2017” გაიმართება. ფესტივალს შიდა ქართლი 11, 12 და 13 ოქტომბერს გორის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში უმასპინძლებს.

11 ოქტომბერს მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ქალაქ გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეთა გუნდი, თბილისის წმინდა სამების საპატრიარქოს გუნდი, აზერბაიჯანის გუნდი ”Lumineux”, აზერბაიჯანის სახელმწიფო კაპელა და გორის ქალთა კამერული გუნდი.

12 ოქტომბერს სცენა დაეთმობა ქალაქ გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეთა გუნდს, ვაჟთა გუნდ ”გორს”,  გორის ვაჟთა გუნდ ”მაჩაბელას”, საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ ”ბასიანს” და გორის ქალთა კამერულ გუნდს.

ფესტივალის ბოლო დღეს, 13 ოქტომბერს კი, საკუთარ შემოქმედებას მაყურებელს გააცნობს ახალგაზრდული გუნდი ”თუთარჩელა”, თბილისის გოგონათა გუნდი, ქალაქ გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული სემინარიის მოსწავლეთა გუნდი, აზერბაიჯანის გუნდი ”Lumineux” და აზერბაიჯანის სახელმწიფო კაპელა.

ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი