ლიტერატურა

გოგებაშვილის პრემიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

30 ოქტომბერს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2017 წელს დააარსა. პრემია ყოველწლიური იქნება; მისი მიზანი საბავშვო მწერლებისა და გამომცემლების მხარდაჭერა და წახალისებაა. წელს, პრემია პირველად გაიცემა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა, 2016 წელს, საქართველოში გამოცემულ წიგნებს, ასევე, პიესებს და ინოვაციურ საბავშვო პროექტებს.

საკონკურსოდ შემოსული 48 წიგნიდან, ფინალურ ეტაპზე გავიდა 18.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის წლევანდელი ფინალისტები არიან:

პროზა

თამარ ფხაკაძე – „გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია“ (3-6)- ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;

ირმა მალაციძე – „ექიმი კოდალა“ (7-12) – გამომცემლობა ” არტანუჯი”;

ნინო სადღობელაშვილი – „განძის თეატრი“ (13+) – გამომცემლობა “ინტელექტი”;

გიორგი კეკელიძე – „თომას ზღაპრები“ – საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა.

პოეზია

ლია ბეჟანიშვილი -„ცხრათვალა მზე დაგვნათის“ (3-6) გამომცემლობა “ირიდა”;

მარიამ წიკლაური – „მხიარული რეცეპტები“ (7-12) გამომცემლობა “სეზანი”.

ილუსტრირებული წიგნი

რუსუდან ყიფიანი – ბონდო მაცაბერიძე, „წვიმის ზღაპარი“ (3-6) – გამომცემლობა “ბაკმი”;

დეა სოსელია – ფარნა-ბექაჩილაშვილი, „ნამცეცა“ (7-12) – გამომცემლობა “არტანუჯი”;

ვარლამ ჯმუხაძე – კიპლინგი, „აი, როგორ და რატომ“ (7-12) – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

დრამატურგია

მანანა აბრამიშვილი – „ბაყაყი ყიყო და ვარსკვლავი“;

ლელა ცუცქირიძე – „ზანზარა დაჩუ“;

ნინო სადღობელაშვილი„შვიდი სიმღერა“.

თარგმანი

თეა ბაკურაძე – მაიკლ ბონდის „დათვი, სახელად პედინგტონი“ – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;

ციცო ხოცუაშვილი -რ.ჯ.პალაციოს “ავგუსტი და მე” – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;

ეკატერინე სუმბათაშვილი – მარკჰედონის “რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები” – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;

ლელა ფიროსმანაშვილი – ნილგეიმანის “სასაფლაოს წიგნი” – ბაკურს ულაკაურის გამომცემლობა.

ინოვაციური პროექტი

ირმა მალაციძე „ვიმღეროთ, რათა ვილაპარაკოთ“;

კოტე იანტბელიძე„ კრეატორის დღიური“ – გამომცემლობა “პალიტრა L”.

კომენტარები

კომენტარი